ირაკლი კობახიძე - ის, რომ არსებობს ღარიბაშვილის გუნდი, კობახიძის გუნდი, არის სპეკულაციების შემადგენელი ნაწილი - არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი: „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი

ის, რომ არსებობს ღარიბაშვილის გუნდი, კობახიძის გუნდი და ა.შ. ეს ყველაფერი არის სპეკულაციების შემადგენელი ნაწილი. აქ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გუნდი, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პერსონიფიცირება არის სპეკულაცია.

„რაც შეეხება სპეკულაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ღარიბაშვილის გუნდი, კობახიძის გუნდი და ა.შ. ეს ყველაფერი არის იმ სპეკულაციების შემადგენელი ნაწილი, რაც ვრცელდებოდა. აქ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გუნდი, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, მათ შორის სამთავრობო გუნდიც, მომავალში იქნება არა ირაკლი კობახიძის გუნდი, არამედ ის იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი და მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ეს პერსონიფიკაცია არის ცარიელი სპეკულაცია და ამას არავითარი საფუძველი არ აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ გამოვიდა ყრილობაზე სიტყვით პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გამომსვლელების ვინაობა 24 იანვარს, პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე შეჯერდა.

„რაც შეეხება სიტყვით გამოსვლებს, დღის წესრიგი შეჯერდა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე, 24 იანვარს და ბიძინა ივანიშვილი თავად იყო ჩართული დღის წესრიგის შედგენაში. მისი სურვილი იყო, რომ ყრილობა წარმართულიყო ისეთი დღის წესრიგით, როგორც წარიმართა“,- განაცხადა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა