შალვა პაპუაშვილი - ჩვენი გეგმაა, რომ მომავალი კვირის ბოლოსთვის, ხუთშაბათის სხდომაზე, განვიხილოთ მთავრობის შემადგენლობა, სამთავრობო პროგრამა და კენჭი ვუყაროთ მთავრობის ახალ შემადგენლობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მომავალი კვირის ბოლოსთვის იგეგმება, რომ პლენარულ სხდომაზე განიხილონ მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო გეგმა და კენჭი უყარონ მას.

მისი თქმით, მთავრობის ახალი შემადგენლობის საკომიტეტო მოსმენა შემდეგ კვირის ორშაბათიდან დაიწყება.

„ზოგადად პროცედურას რაც შეეხება, გეტყვით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა უკვე, რომ ის ხვალ მომართავს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობით და სამთავრობო პროგრამით. ხვალ, 17:00 საათზე ჩაინიშნება ბიუროს სხდომა და გვექნება დღის წესრიგის განხილვა. მომავალი კვირიდან, ორშაბათიდან, იქნება უკვე მთავრობის შემადგენლობის საკომიტეტო მოსმენები და ჩვენი გეგმა არის, რომ კვირის ბოლოსთვის, ხუთშაბათის სხდომაზე, დიდი ალბათობით, უკვე განვიხილოთ პლენარულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა და კენჭი ვუყაროთ მთავრობის ახალ შემადგენლობას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ მან ასევე აღნიშნა, რომ პრობლემას ვერ ხედავს იმაში, თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს მთავრობის ახალ შემადგენლობას.

„იმ მომენტში, როდესაც ოპოზიცია მხარს უჭერს მთავრობას, ის აღარ არის ოპოზიცია, ამიტომ აქ გასაკვირი არაფერი არ არის. თავისთავად ოპოზიცია არის ის პოლიტიკური ძალა, ვინც არ არის ხელისუფლებაში, ამიტომ გასაგებია, რომ მხარს არ დაუჭერენ მთავრობას. აქ პრობლემა არ არის“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა