ირაკლი ფავლენიშვილი - 12 წელია „ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრობს იმის მაგივრად, რომ საუბრობდნენ, როგორ უნდა დავძლიოთ სიღარიბე

12 წელია „ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრობს იმის მაგივრად, რომ საუბრობდნენ, როგორ უნდა დავძლიოთ სიღარიბე - ეს ხალხს არ აინტერესებს, ქართველ ხალხი იმსახურებს ღირსეულ სამუშაო ადგილებს, მათ სურთ ცვლილებები და ამიტომაც 2024 წლის არჩევნებზე „ოცნება“ დასრულდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვა არ არის ის, რისი მოსმენაც ქართველ ხალხს სურს“.

„12 წელია „ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრობს იმის მაგივრად, რომ საუბრობდნენ, როგორ უნდა დავძლიოთ სიღარიბე, ეკონომიკური უბედურებები; როგორ შევქმნათ ღირსეული მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები ქართველი ხალხისთვის. ამის ნაცვლად მუდმივად გვესმის „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვა, ეს არ არის ის, რისი მოსმენაც სურს ქართველ ხალხს. მათ სურთ ცვლილებები იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს და ამიტომაც, 2024 წლის არჩევნებში, „ქართული ოცნება“ აუცილებლად დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ