მამუკა მდინარაძე - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის ვიბრძოლებთ და არა უბრალო გამარჯვებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ოპოზიციური ველი არის მოშიშვლებული და აქ არანაირი პრობლემა არ გვქონდა და არ გვაქვს, კიდევ უფრო მაღალ შედეგებს დავდებთ და საკმაოდ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის ვიბრძოლებთ და არა უბრალო გამარჯვებისთვის - ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მეტი პროგრესი გვინდა რომ გვქონდეს და ეს გადახალისება ამაში კიდევ უფრო მოგვეხმარება - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს აქვთ კარგი გამოცდილება როგორც მენეჯმენტის კუთხით, ასევე პარტიული მუშაობის კუთხით, ასევე პატრიოტიზმი, რაც ამ ქვეყანას, ცალკე გუნდს, როგორც პარტიას, ისე სამთავრობო გუნდს ერთი ორად გააძლიერებს.

„მე ვფიქრობ, რომ ეს გარკვეული, მოდი დავარქვათ გადახალისება და პოსტების, თანამდებობების, პოზიციების გაცვლა, ორივე მხრივ ახალი სისხლის შეტანა ვფიქრობ პროცეს კიდევ უფრო დინამიკურს გახდის. ორივე ირაკლის, ღარიბაშვილსაც და კობახიძესაც აქვთ ორივე მიმართულებით ძალიან კარგი გამოცდილება - მენეჯმენტის კუთხით, პარტიული მუშაობის კუთხით, მათ აქვთ როგორც გუნდის შიგნით, ისე ქვეყანაში განსაკუთრებული ავტორიტეტი და ვფიქრობ რომ მათი მენეჯერული, პროფესიონალური უნარები, პატრიოტიზმი ამ ქვეყანას, ცალკე გუნდს, როგორც პარტიას, ისე სამთავრობო გუნდს ერთიორად გააძლიერებს, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში