ბექა ლილუაშვილი - მოქალაქეების მიერ უპრეცედენტო ნდობის გამოცხადებიდან 12 წელში, შეგვრჩა ტყუილებში ჩაკარგული „ოცნება"

მოქალაქეების მიერ უპრეცედენტო ნდობის გამოცხადებიდან 12 წელში, შეგვრჩა "ოცნების" მატყუარა საპატიო თავმჯდომარე, მატყუარა თავმჯდომარე, მატყუარა პრემიერ- მინისტრობის კანდიდატი - ტყუილებში ჩაკარგული "ოცნება", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, ისინი ვინც დღეს ყრილობის პირველ რიგებში ისხდნენ, ქართველი ხალხის "ოცნებას" უპირისპირდებოდა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „ქართველი ხალხის 2012 წლის „ოცნებას" უღალატა და ჩამოყალიბდა მატყუარა ძალად“.

„30 დეკემბერს ივანიშვილის ტყუილის შემდეგ, ტყუილი ყრილობაზეც გაგრძელდა და საკუთარ ხალხთან ერთად პარტიის წევრები ერთმანეთსაც ატყუებდნენ, თითქოს ღარიბაშვილი თავის ნებით გადადგა, თითქოს ძმურ თანადგომას პირდება კობახიძეს, თითქოს ხელისუფლებაში ყოფნიდან მეთორმეტე წელს გაახსენდათ "ნაციონალური მოძრაობის" საბოლოო დამარცხება იმ ხალხით ვინც ყრილობის პირველ რიგებში ისხდნენ და 2012 წელს ქართველი ხალხის ოცნების წინააღმდეგ იბრძოდა. საბოლოო ჯამში მოქალაქეების მიერ უპრეცედენტო ნდობის გამოცხადებიდან 12 წელში ხელში შეგვრჩა "ოცნების" მატყუარა საპატიო თავმჯდომარე, მატყუარა თავმჯდომარე და მატყუარა პრემიერ- მინისტრობის კანდიდატი. ტყუილებში ჩაკარგული "ოცნება". 2024 წლის არჩევნებზე ნეონაცური ოცნების და კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" მარცხი ჩვენი მოქალაქეების დახმარებით გვაქვს გასაფორმებელი,"- განაცხადა ლილუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა