გიგა ბოკერია ღარიბაშვილის განცხადებაზე - თქმა, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს რომელიმე ხელისუფლების ბრალია, ეროვნული ინტერესების ღალატია

იმის თქმა, რომ რომელიმე ისტორიულ ეტაპზე საქართველოს რომელიმე ხელისუფლების ბრალია რუსეთის მიერ ჩვენ წინააღმდეგ განხორციელებული პირდაპირი აგრესია, არის სიცრუე, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი რომ ყოფილიყო, საქართველო რუსეთთან ომს თავიდან აირიდებდა.

გიგა ბოკერიას თქმით, რუსეთი ჩვენს, უკრაინის და მისი ყველა მეზობლის სახელმწიფოებრიობას ერჩის.

„იმის თქმა, რომ რომელიმე ისტორიულ ეტაპზე საქართველოს რომელიმე ხელისუფლების ბრალია რუსეთის მიერ ჩვენ წინააღმდეგ განხორციელებული პირდაპირი აგრესია, არის სიცრუე, მავნებლობა და ჩვენი ეროვნული ინტერესების ღალატი“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს