აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, უკრაინის დახმარების საკითხზე კენჭისყრა მომავალ კვირაში გაიმართება

აშშ-ის სენატი მიგრაციის და უკრაინის დახმარების საკითხებზე შეთანხმების მიღწევას უახლოვდება და მის გამოქვეყნებას პარასკევს გეგმავს, - Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება არა უგვიანეს კვირას და რომ სენატი პირველ პროცედურულ კენჭისყრას არაუგვიანეს 7 თებერვალს გამართავს.

„ზოგიერთ საკითხს ჯერ კიდევ სჭირდება გადაწყვეტა, მაგრამ ძალიან ვუახლოვდებით“, - აღნიშნა შუმერმა.

შეგახსენებთ, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები აშშ-მექსიკის საზღვარზე არალეგალური იმიგრაციის შესაჩერებლად თეთრი სახლისგან გადამწყვეტ ზომებს ითხოვენ.

აღნიშნულ საკითხზე არსებული დაპირისპირების გამო, კონგრესში შეჩერებულია დამატებითი დაფინანსების პაკეტის დამტკიცება, რომელიც უკრაინისთვის 61 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

თეთრ სახლში არაერთხელ განაცხადეს, რომ აღარ აქვთ სახსრები უკრაინისთვის ახალი სამხედრო მხარდაჭერის დასაფინანსებლად და კონგრესმა გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს