თემურ ჯანაშია - სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა უფრო საინტერესო იქნებოდა, მას რომ პოლარიზაციის დასრულებისკენ დიდი ნაბიჯი გადაედგა და - ესაა მიხეილ სააკაშვილის შეწყალება

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა, ალბათ, შინაარსიანი და უფრო საინტერესო იქნებოდა, თუ ის გადადგამდა ყველაზე დიდ ნაბიჯს პოლარიზაციის დასრულებისკენ - ესაა მიხეილ სააკაშვილის შეწყალება და მისი გათავისუფლება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თემურ ჯანაშიამ პარლამენტში 6 თებერვალს დაგეგმილ პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, შეწყალება არის ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომლის გამოყენებაც ახლა ზურაბიშვილს შეუძლია.

„დავესწრებით, მოვუსმენთ, მაგრამ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი, რაც ქალბატონ სალომეს აქვს და შეუძლია გააკეთოს ქვეყნისთვის. მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, მისი თავისუფლება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ადამიანი უკვე წლებია პოლიტიკური დევნის ობიექტია. ასევე ის არის არაადამიანური მოპყრობისა და წამების ობიექტი,“ - განაცხადა ჯანაშიამ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია