დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელი - მხარს ვუჭერთ აშშ-ის უფლებას, რომ თავდასხმებს უპასუხოს

დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს აშშ-ის უფლებას, რომ თავდასხმებს უპასუხოს,- ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელი ავრცელებს.

„დიდი ბრიტანეთი და აშშ მტკიცე მოკავშირეები არიან. ჩვენ მათ ოპერაციებზე კომენტარს არ გავაკეთებთ, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ უფლებას, რომ თავდასხმებს უპასუხონ“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა.

„ჩვენ მთელ რეგიონში ირანის დესტაბილიზაციის მცდელობას დიდი ხანია ვგმობთ, მათ შორის მის მიერ რიგი მებრძოლი დაჯგუფებებისთვის გაწეულ პოლიტიკურ, ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, დღეს, იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება