ანჯეი დუდა - რუსეთი საერთაშორისო სამართალს არღვევს, იგი აგრესორი და ოკუპანტია - არ შეიძლება, ეს ომი რუსეთის გამარჯვებით დასრულდეს, რუსული იმპერიალიზმი უნდა შეჩერდეს, დამარცხდეს და დაიბლოკოს!

რუსეთი საერთაშორისო სამართალს არღვევს, იგი აგრესორი და ოკუპანტია, - პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ყირიმის შესახებ გაკეთებული განცხადება ახსნა.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკ აგრესიასთან დაკავშირებით ჩემი ქმედებები და პოზიცია პირველივე დღიდან ნათელია: რუსეთი საერთაშორისო სამართალს არღვევს, იგი აგრესორი და ოკუპანტია“, - განაცხადა ანჯეი დუდამ.

ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და რუსეთის მიერ უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების, მათ შორის ყირიმის ოკუპაცია, დანაშაულს წარმოადგენს.

„არ შეიძლება, რომ ეს ომი რუსეთის გამარჯვებით დასრულდეს. რუსული იმპერიალიზმი უნდა შეჩერდეს, დამარცხდეს და დაიბლოკოს. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, რადგან ეს ომი თავისუფალმა სამყარომ უნდა მოიგოს. ჩვენ ყველანი სასტიკი იმპერიალიზმის წინააღმდეგ თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი უკრაინის გვერდით ვდგავართ!“ - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

პოლონეთის პრეზიდენტმა Kanal Zero-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ იცის დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ყირიმს, მაგრამ სჯერა, რომ უკრაინა დონეცკსა და ლუგანსკს დაიბრუნებს.

ანჯეი დუდას განცხადებას პოლონეთში უკრაინის ელჩი, ვასილი ზვარიში გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ყირიმი არის უკრაინა: ეს ასეა და ასე იქნება“.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს