ვოლოდიმირ ზელენსკი რობოტინოში, ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტინოში უკრაინის ჯარების პოზიციებს ეწვია,-­ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ზაპოროჟიეს ოლქი. რობოტინო. 65-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა. დამცველებს ველაპარაკე, მადლობა გადავუხადე და სახელმწიფო ჯილდოები გადავეცი. დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. მეომრების მხარდაჭერა და დაჯილდოება. მათ მხრებზე დგას რთული, გადამწყვეტი მისია - უკუაგდონ მტერი და დაიცვან უკრაინა. ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცებით, მადლობა ყველას!“ - აცხადებს ზელენსკი.

ზელენსკი რობოტინოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან ერთად ეწვია.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება