აშშ-მა „ჰუსიტების“ ხომალდსაწინააღმდეგო და სახლემეთო შეტევის ფრთოსან რაკეტებს დაარტყეს

შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა იემენში “ჰუსიტების“ ხომალდსაწინააღმდეგო და სახმელეთო შეტევის ფრთოსან რაკეტებს დაარტყეს, - ინფორმაციას СNN-ი აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცენტრალურ სარდლობაში განმარტავენ, რომ ამერიკულმა ძალებმა ხომალდსაწინააღმდეგო ფრტოსან რაკეტას დაარტყეს, რომელიც მზად იყო წითელ ზღვაში გემების წინააღმდეგ გამოსაყენებლად. ამის შემდეგ კი მათ „ჰუსიტების“ სახმელეთო თავდასხმის ფრთოსან რაკეტას დაარტყეს.

მოგვიანებით, აშშ-ის ძალებმა კიდევ ოთხ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტას დაარტყეს და განაცხადეს, რომ ისინი საფრთხეს უქმნიდნენ რეგიონში მყოფ სავაჭრო გემებსა და ამერიკულ სამხედრო გემებს.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში „ჰუსიტების“ 30-ზე მეტ სამიზნეს 13 ლოკაციაზე დაარტყეს და ეს დარტყმები რამდენიმე სხვა ქვეყნის მხარდაჭერით განახორციელეს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს