ანრი ოხანაშვილი თეონა აქუბარდიას - ირაკლი პირველი, მეორე და მესამე რა დამოკიდებულებაა ? ყველას აქვს სახელი და გვარი - თქვენ თეონა პირველად, მეორედ თუ მეხუთედ მოგიხსენიოთ?

თეონა უკაცრავად, ეს ირაკლი პირველი, მეორე და მესამე რა დამოკიდებულებაა... ყველას აქვს სახელი და გვარი, - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

ანრი ოხანაშვილის შენიშვნა, რომ ყველასთვის კორექტულად მიემართა, მოჰყვა ცოტა ხნით ადრე თეონა აქუბარდიას განმარტებას, რომ ის „ირაკლი პირველის“ სახელით ირაკლი ღარიბაშვილს, ხოლო „ირაკლი მეორეს“ სახელით ირაკლი კობახიძეს მოიხსენიებს.

„თეონა უკაცრავად, ეს ირაკლი პირველი, მეორე და მესამე რა დამოკიდებულებაა? რად გინდათ? ყველას აქვს სახელი და გვარი. თქვენ ახლა თეონა პირველი, მეორედ და მეხუთედ მოგიხსენიოთ თუ როგორ მოგიხსენიოთ? თქვენ ხომ მიმიხვდით კარგად, ამიტომ გთხოვთ, ყველა მოიხსენიოთ კორექტულად“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე