გიორგი ამილახვარმა პარლამენტში კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პროფესიული განათლების განვითარების ხედვა წარადგინა

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია პროფესიული განათლების განვითარება. პრიორიტეტია, რომ პროფესიული განათლება იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და პასუხობდეს შრომის ბაზრის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საჭიროებებს, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

პროფესიულ განათლებაზე საუბრისას მინისტრობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და სტუდენტთა დასაქმების მნიშვნელობაზე.

„გაიზრდება სამუშაოზე დაფუძნებული და ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების რაოდენობა, რის საფუძველზეც გაიზრდება პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი და ასევე, გაიზრდება ინტეგრირებული პროგრამების მასშტაბები. აღსანიშნავია, რომ გაიზრდება პროფესიული განათლების საბიუჯეტო დაფინანსება და ამოქმედდება პროფესიული განათლების დაფინანსების შედეგებზე დაფუძნებული მოდელი“,- განაცხადა ამილახვარმა.

მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა საჯარო-კერძო პარტნიორობის ჩამოყალიბების და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივი განხორციელების მნიშვნელობას. მისი თქმით, კერძო სექტორის მონაწილეობით მოხდება საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამონაწილეობითი მართვის მოდელების დანერგვა და ამ ფორმით ბიზნესის შემოყვანა უნარების ეკოსისტემაში და პროფესიული განათლების მიწოდებაში. გიორგი ამილახვარის განცხადებით, დარგობრივი გაერთიანებებისა და კერძო სექტორის ჩართულობით გადაიხედება პროფესიული სტანდარტები და 2025 წლის ბოლომდე შემუშავდება/განახლდება ყველა პროფესიული სტანდარტი ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად. ამასთან, შრომის ბაზრის საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით დაინერგება კერძო სექტორის მონაწილეობით შემუშავებული ახალი კვალიფიკაციები.

„დამტკიცდება პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი და მომზადების, პროფესიაში შესვლისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ახალი მოდელი, ასევე, ამოქმედდება პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ახალი მოდელი. ასევე მოხდება პროფესიული განათლების მასწავლებლების მომზადება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“,- აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

მინისტრობის კანდიდატმა დამსწრე საზოგადოებას ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კოლეჯების მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე, მათ შორის, კოლეჯების დირექტორთა კვალიფიკაციის გაძლიერებაზე, დაწესებულებების სტრუქტურების გადახედვასა და პროფესიული განათლების სისტემის პრიორიტეტების შესაბამისად გაუმჯობესებაზე. გიორგი ამილახვარის თქმით, პროფესიული განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის მიზნით, ამოქმედდება საერთაშორისო სერტიფიცირების შესაძლებლობები საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების განსახორციელებლად. ამასთან, პროფესიული განათლების მართვის პროცესის ხელშესაწყობად დაინერგება სხვადასხვა ელექტრონული სისტემა, რაც პროცესებს გახდის უფრო მეტად მოქნილს და ავტომატიზებულს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში