ახსარ ჯიოევი - ირაკლი კობახიძის განცხადება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების მშვიდობიანი „დაბრუნების“ შესახებ ჩვენთვის აქტუალური არ არის - მოიშორეთ ილუზიები და მიიღეთ არსებული გეოპოლიტიკური რეალობები

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ახსარ ჯიოევი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის სიტყვებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ილუზიებისგან უნდა გათავისუფლდეს და არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობას შეეგუოს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების მშვიდობიანი „დაბრუნების“ შესახებ შიდა აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი. მსგავსი განცხადებები სხვადასხვა დონეზე ადრეც გაკეთდა. აშკარაა, რომ ისინი ჩვენთვის არ არის აქტუალური. ოს ხალხს, რომელმაც არაერთხელ გამოსცადა სამხრეთელი მეზობლის „მშვიდობისმოყვარეობა“, მშვენივრად ესმის ასეთი სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ღირებულება. მოგიწოდებთ, მოიშოროთ ილუზიები და მიიღოთ არსებული გეოპოლიტიკური რეალობები, რომელიც რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაჩნდა“, - განაცხადა ჯიოევმა რუსულ მედიასთან საუბარში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ