ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის გამოსვლა იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლის გამოსვლა - აშკარად აპირებს შექმნას ფსევდო შუაშისტური პოლიტიკური ძალა, ამისთვის სექტემბერში გადადგება და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

მან რეალურად დაადასტურა, ის გეგმები, რაზეც ვსაუბრობდით, აშკარად აპირებს შექმნას ფსევდო შუაშისტური პოლიტიკური ძალა, ამისთვის ის სექტემბერში გადადგება და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას,- ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წლიური მოხსენება.

მისივე თქმით, „ეს იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლის ერთი ჩვეულებრივი გამოსვლა“.

„რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლას, საინტერესო არ იყო არაფერი. მან რეალურად დაადასტურა, ის გეგმები, რაზეც ვსაუბრობდით, აშკარად აპირებს შექმნას ფსევდო შუაშისტური პოლიტიკური ძალა, ამისთვის ის სექტემბერში გადადგება და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ეს იყო ერთადერთი საინტერესო, რაც შეიძლება ამოვიკითხოთ მისი გამოსვლიდან, დანარჩენი ეს იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლის ერთი ჩვეულებრივი გამოსვლა“,- აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, კითხვაზე, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მომავლის ქარტიის - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნაზე ისაუბრა, კობახიძემ აღნიშნა, რომ „ეს არის მორიგი რადიკალური ოპოზიციური პარტიის შექმნის ანონსი“.

„სხვა არაფერია, ბუნებრივია, ამით ვერ ვიქნებით დაინტერესებული. ეს არის მისი საქმე. ვიღაცების მიზანია, სალომე ზურაბიშვილთან ერთად კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახოს 5%-იანი ბარიერი, რაც ძალიან გაუჭირდებათ“,- აღნიშნა კობახიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია