ირაკლი კობახიძე - კონსტიტუცია მისი დამრღვევი პრეზიდენტის წინააღმდეგ გარანტიებს შეიცავს - თუ ის იმოქმედებს კანონმდებლობის სულისკვეთების წინააღმდეგ, კონსტიტუცია კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ერთადერთი, ვისაც კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი, თვითონ სალომე ზურაბიშვილია“.

როგორც მან საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენების შეფასებისას, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, პრეზიდენტი „კონსტიტუციის დარღვევით გამოირჩევა“.

„ერთადერთი ვისაც აქვს კითხვებზე პასუხი გასაცემი, ეს არის თვითონ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც კონსტიტუციის დარღვევით, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მოქმედებით, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედებით გამოირჩევა. მან უნდა გასცეს პასუხები კითხვებს, რომლებიც ქართულ საზოგადოებას სწორედ, სალომე ზურაბიშვილის მიმართ აქვს“,- განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, კითხვაზე, მოაწერს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ხელს, კობახიძემ განაცხადა, რომ ეს „საერთოდ არ არის საინტერესო“.

„საერთოდ არ არის საინტერესო, მოაწერს - არ მოაწერს, კონსტიტუცია კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტის წინააღმდეგ გარანტიებს შეიცავს. აქედან გამომდინარე, თუ პრეზიდენტი ამ შემთხვევაშიც იმოქმედებს კონსტიტუციის სულისკვეთების წინააღმდეგ, მას კონსტიტუცია კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ინტერესებს იცავს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია