მამუკა მდინარაძე - სალომე ზურაბიშვილს აქვს სურვილი, სათავეში ჩაუდგეს რაღაც ოპოზიციურ მოძრაობას და აქვს შეთავაზება, რომ შალვას ფანჩატური გარემონტდეს და გადაიქცეს სალომეს ფანჩატურად

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა იყო რიგითი ოპოზიციონერის გამოსვლა, რომელსაც აქვს სურვილი, სათავეში ჩაუდგეს რაღაც ოპოზიციურ მოძრაობას და აქვს შეთავაზება, რომ შალვას ფანჩატური გარემონტდეს და გადაიქცეს სალომეს ფანჩატურად - ის არის უკიდურესად ტენდენციური და ჩამოყალიბებულია როგორც რიგითი რადიკალური ოპოზიციონერი,- ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტში პრეზიდენტის წლიური მოხსენების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა “მის ფორმალურ სტატუსთან მიმართებით ანტიკონსტიტუციურია და არ შეესატყვისება პრეზიდენტის სტატუსს”.

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა იყო რიგითი რადიკალური ოპოზიციონერის გამოსვლა. არცერთი სიტყვა ქვეყნის რაიმე წარმატებაზე მის ამ ვრცელ სიტყვაში არ თქმულა. შიდა შეფასებას რომ თავი დავანებოთ, რადგან ჩვენ შეიძლება სუბიექტურებიც ვიყოთ, მაგალითად მსოფლიო ბანკი, მსოფლიო სავალუტო ფონდი და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციები ყოველ კვირაში გამოსცემენ კვლევის შედეგებს, სადაც არ არსებობს სფერო, სადაც პროგრესი არ გვაქვს, ამის მიუხედავად, არცერთი სიტყვა პოზიტივთან დაკავშირებით საქართველოს ფორმალურ პრეზიდენტს არ უთქვამს.

ეს იყო რიგითი ოპოზიციონერის გამოსვლა, რომელსაც აქვს სურვილი, სათავეში ჩაუდგეს რაღაც ოპოზიციურ მოძრაობას და აქვს შეთავაზება, რომ შალვას ფანჩატური გარემონტდეს და გადაიქცეს სალომეს ფანჩატურად. ვერცერთ განსხვავებას ვერ იპოვით მის დღევანდელ გამოსვლასა და ყველაზე რადიკალური ოპოზიციონერის გამოსვლას შორის. როდესაც ოდნავ მაინც გაქვს სურვილი, ოდნავ მაინც იყო ობიექტური ერთი სიტყვა მაინც უნდა დაგცდეს, რომ შენს ქვეყანაში რაღაც ხდება კარგი”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძე ასახელებს სამ ვერსიას, რა როლი შეიძლება მოირგოს სალომე ზურაბიშვილმა.

“როგორც ჩანს მას აქვს გარკვეული როლი, რომელიც შეიძლება რამდენიმე ვერსიად დაკონვერტირდეს: ან უნდა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და თავისი პოლიტიკური აქტუალიზაცია საერთოდ გააქროს; მეორე - არ შეიწყალოს სააკაშვილი და თავისთან შექმნას რაღაც პოლიტიკური ცენტრი და მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და

მესამე ვერსია, რაც მის გამოსვლაში იკვეთება: არ გადადგეს, შეინარჩუნოს პრეზიდენტის პოზიცია და განახორციელოს დარტყმა რადიკალური ოპიზიციის წარმოდგენებიდან და მათი გეგმებიდან გამომდინარე. ეს სამი ვერსია შეიძლება იყოს, ვნახოთ, რომელ ვერსიას მიჰყვება და რომელ დავალებას შეასრულებს”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია