პრეზიდენტი - საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას - ეს არის მისი ერთადერთი მომავალი!

საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას! - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დასკვნით სიტყვაში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით „იმსახურებდა თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს?!“

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ერთადერთი მომავალი არის ევროპაში გაწევრიანება.

„იმისთვის, რომ არ ინერვიულოთ მინდა გავიმეორო, დაგიდასტუროთ, რასაც ვაკეთებ შიგნით და გარეთ, რომ საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას ეს არის მისი ერთადერთი მომავალი!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, პლენარულ სხდომაზე, საკუთარ გამოსვლაში, მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილს მიმართა და სთხოვა ეპასუხა კითხვაზე: „საქართველო იმსახურებდა თუ არა კანდიდატის სტატუსს“.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა