სალომე სამადაშვილი - თაღლითობაზე იყო საუბარი და „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკა საერთოდ ერთი დიდი თაღლითობაა - სტატისტიკის მანიპულაციით ატყუებთ ქართველ ხალხს, სინამდვილეში კი ხალხი ღარიბდება

თაღლითობაზე იყო საუბარი და „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკა, საერთოდ ერთი დიდი თაღლითობაა, იმიტომ, რომ სტატისტიკის მანიპულაციით მუდმივად ატყუებთ ქართველ ხალხს, სინამდვილეში კი ქართველი ხალხი ღარიბდება, მათი ცხოვრება ყოველდღიურად მძიმდება, თქვენ მათ ატყუებთ, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რითაც უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის მიერ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ლაშა ხუციშვილისთვის დასმულ კითხვას გამოეხმაურა.

კერძოდ, ნინო წილოსანის განცხადებით, „ლელოს“ თაღლითური სქემაა, რომ ამომრჩეველს ჰპირდებიან 1000 - ლარიან პენსიას, უმრავლესობის დეპუტატი მინისტრობის კანდიდატისგან დაინტერესდა, რამდენად რეალურია და არსებობს თუ არა მსოფლიოში მსგავსი პრაქტიკა, რომ ბიუჯეტი 4 წელში გორმაგდეს.

წილოსანის აღნიშნული განცხადების საპასუხოდ სამადაშვილმა თქვა, რომ 1000-ლარიანი პენსია ნამდვილად არის შესაძლებელი, ოღონდ ამისთვის საჭიროა ხელისუფლებაში იყოს ის ხალხი, ვინც საკუთარი ბიზნესების ბრუნვისა და ოჯახის ბიუჯეტის გაზრდით არ არიან დაინტერესებულნი.

„უმრავლესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა [ნინო წილოსანი] კითხვა დასვა, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ბიუჯეტი გაიზარდოს იმდენად, რომ პენსია 1000 ლარი გახდეს. ეს ნამდვილად არის შესაძლებელი, ოღონდ ამისთვის საჭიროა ხელისუფლებაში იყო ის ხალხი, რომლებიც საკუთარი ბიზნესების ბრუნვის და საკუთარი ოჯახის ბიუჯეტის გაზრდით არ არიან დაინტერესებულნი და მაგალითად, დაინტერესებულნი არიან ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვით.

აქ თაღლითობაზე იყო საუბარი და „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკა, საერთოდ ერთი დიდი თაღლითობაა იმიტომ, რომ სტატისტიკის მანიპულაციით მუდმივად ატყუებთ ქართველ ხალხს, სინამდვილეში კი ქართველი ხალხი ღარიბდება, მათი ცხოვრება ყოველდღიურად მძიმდება და თქვენ მათ ატყუებთ“,- განაცხადა სამადაშვილმა.

„ლელოს“ დეპუტატმა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს, ლევან დავითაშვილს მიმართა კითხვით, რა დიდი საინვესტიციო პროგრამები განხორციელდა გასული 2 წლის მანძილზე და რამდენია ამ პროექტების რეალური ღირებულება.

„ეკონომიკის მინისტრს ვთხოვ, რომ დააზუსტოს საქართველოს ეკონომიკაში 2022 წელს რა იყო რეალური პირდაპირი ინვესტიცია. იმიტომ, რომ სინამდვილეში თქვენ 2-ჯერ და მეტ ჯერ იტყუებით, როდესაც აცხადებთ რომ 2 მილიარდი ჩაიდო ჩვენს ეკონომიკაში. აქედან 64%-ი იყო რეინვესტიცია, ანუ ეს არ იყო ახალი ინვესტიციები. ახალი ინვესტიცია თუ არ ჩაიდო ჩვენს ეკონომიკაში, არანაირი ეკონომიკური განვითარება არ გვექნება.

თუ შეიძლება რომ სიმართლე ვუთხრათ ქართველ ხალხს, რა დიდი საინვესტიციო პროგრამები განხორციელდა გასული 2 წლის მანძილზე და რამდენია ამ პროექტების რეალური ღირებულება“,- განაცხადა სამადაშვილმა.

დეპუტატი ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატისგან ასევე დაინტერესდა ანაკლიის პორტის საკითხით - „თუ შეგიძლიათ ზუსტად გვითხრათ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით როდის განხორციელდება შემდეგი ნაბიჯები“,- აღნიშნა მან.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტი ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის ოთხ კანდიდატს უსმენს.

კერძოდ, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო