შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანმა პროგრამამ სრული აკრედიტაცია მიიღო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანმა პროგრამამ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის სრული აკრედიტაცია მიიღო. ინფორმაციას უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, 2024 წლის სექტემბრიდან მედიცინის სკოლის სტუდენტები ისწავლიან თანამედროვე სასწავლო აუდიტორიებითა და ლაბორატორიებით აღჭურვილ ახალ კამპუსში, რათა თითოეულმა სტუდენტმა თეორიული მასალის ათვისების პარალელურად შეძლოს პრაქტიკულად მუშაობა და კვლევების ჩატარება.

„ასევე, სტუდენტებს საშუალება ექნებათ აქტიურად გაიარონ კლინიკური პრაქტიკა, თბილისის მასშტაბით, 24 პარტნიორ კლინიკაში. დიპლომირებული მედიკოსების მომზადებას უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური აკადემიური და მოწვეული პერსონალი.

დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა, რომელიც მედიცინის სკოლის ფარგლებში შეიქმნა, მიზნად ისახავს ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრებისთვის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური, მაღალეთიკური, სათანადო უნარების და აუცილებელი კომპეტენციების მქონე დიპლომირებული მედიკოსების მომზადებას.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა 2023 წელს გაიხსნა. დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამა მედიცინის სკოლის პირველი პროგრამაა, რომელმაც განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის აკრედიტაცია მიიღო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ