ლევან დავითაშვილი ვაშაძეს - ემოციებზე თამაში პოლიტიკური ტრიუკია - გვესმის, რომ დღეს საქართველოში საუკეთესო მდგომარეობა არ არის და გაჭირვება ჯერ კიდევ პრობლემაა, ჩვენ არ ვართ ყველაზე მდიდარი ქვეყანა, რომელიც კეთილდღეობაში ცხოვრობს

ემოციებზე თამაში არის პოლიტიკური ტრიუკი და მეტი არაფერი, - ასე პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი, ლევან დავითაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, რომელმაც ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განცდა აქვს, პარლამენტში სხვა ქვეყნის ეკონომიკის მინისტრს უსმენს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, პარლამენტში გიორგი ვაშაძის კითხვები წლების განმავლობაში არ იცვლება და ერთი და იმავე გამოსვლას ვისმენთ.

„ბატონი ვაშაძის კითხვა არ არის ახალი. ერთი და იმავე გამოსვლას ვისმენთ ხოლმე ბატონი გიორგი ვაშაძისგან. წლების განმავლობაში ტექსტი აბსოლუტურად ერთი და იგივეა, არ იცვლება არცერთი სიტყვა. არ ეხება საერთოდ სტატისტიკას, არ არის არცერთ სტატისტიკურ მონაცემზე დამყარებული. ეს არის მოსახლეობის ემოციებით თამაშის მცდელობა. გვესმის, რომ დღეს საქართველოში საუკეთესო მდგომარეობა არ არის და ჩვენ ქვეყანაში გაჭირვება ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი პრობლემა და გამოწვევაა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ყველაზე მდიდარი ქვეყანა, რომელიც კეთილდღეობაში ცხოვრობს“, , - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტი ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის ოთხ კანდიდატს უსმენს.

კერძოდ, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი