გიორგი ვაშაძე დარჩიაშვილს - რატომ მოხდა, რომ არა მხოლოდ მოლდოვამ და უკრაინამ გაგვისწრო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსში, არამედ სომხეთიც კი, რიგ შემთხვევაში, ჩვენზე წინ არის - რისი ბრალია? რა მოხდა ასეთი ქვეყანაში?

რატომ მოხდა, რომ არა მხოლოდ მოლდოვამ და უკრაინამ გაგვისწრო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსში, არამედ სომხეთიც კი, რიგ შემთხვევაში, ჩვენზე წინ არის. რისი ბრალია? რა მოხდა ასეთი ქვეყანაში? - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ილია დარჩიაშვილს 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.

მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსში სომხეთმა გაგვისწრო ისეთ საკითხებში როგორიცაა ადამიანების უფლებების დაცვა, დემოკრატია, არჩევნები, პოლიტიკური პლურალიზმი, სასამართლო, მართლმსაჯულება.

მან ასევე ილია დარჩიაშვილს მიმართა კითხვით, ეთანხმება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვენეციის კომისიამ არ იცის რა გვჭირდება ევროინტეგრაციისთვის.

„მაინტერესებს, ფიქრობთ, რომ ვენეციის კომისია ცდება, როცა სამართლიან სასამართლოს გვთხოვს და ირაკლი კობახიძეა მართალი, როდესაც ამბობს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის „კლანური“ სასამართლო თურმე ყოფილა ყველაზე სამართლიანი მსოფლიოში? თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით? “ - მიმართა ვაშაძემ დარჩიაშვილს.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი