საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტიკის ანალიტიკოსს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.
- ბატონო გია, მოვისმინეთ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა, რომელიც საკმაოდ კრიტიკული იყო მმართველი გუნდისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიმართ.
თქვენ როგორ შეაფასებდით პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა?
- დიახ, პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში კრიტიკული იყო, მაგრამ, იგი არ იყო პოლიტიკურად აქცენტირებული. პრეზიდენტის გამოსვლა იყო სახელმწიფოებრივი, საუბარი იყო იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანას სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის დღეს აქვს.
საუბარი იყო იმაზე, რა სისუსტეები აქვს ხელისუფლებას და ამაზე იყო გაკეთებული აქცენტები. პრეზიდენტი შეეცადა მაქსიმალურად ობიექტური ყოფილიყო და არა პოლიტიკურად მიკერძოებული.
შეფასებები ხელისუფლების მხრიდან მოვისმინეთ, ისინი ისეთი იყო, როგორც იყო.
- ხელისუფლების რეაქციას აუცილებლად დავუბრუნდებით, მაგრამ, ვნახეთ, რომ პრეზიდენტმა საკმაოდ მკაფიოდ მოითხოვა პასუხები კითხვაზე - რას ნიშნავს პოლიტიკაში დაბრუნებისას ივანიშვილის მიერ ნათქვამი სიტყვები კორუფციაზე? ერთპარტიულ მმართველობაზე? რატომ გაუშვით პრემიერი ღარიბაშვილი და რატომ შეცვალეთ იგი კობახიძით,? როდის ჩამოაშორებთ სასამართლოს ჩინჩალაძესა და მურუსიძეს?
ამ თემებზე ყურადღების გამახვილება პრეზიდენტის მხრიდან რას შეიძლება ნიშნავდეს?
- ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი საუბრობს იმ რეალურ და გადაუწყვეტელ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. თქვენ თუ ის გაინტერესებთ, რა დამატებითი მოტივები აქვს გარდა იმისა, რომ აღეწერა რეალურად არსებული ვითარება თუ რამე პოლიტიკური მიზნები აქვს?
აქ მივდივართ ზუსტად იმ ინტერპრეტაციამდე, რასაც ვხედავთ. ვისაც უნდა მისი კრიტიკა ამბობს, რომ პრეზიდენტს ქვეყანა კი არ აწუხებს, არამედ ის, რომ მას პოლიტიკური მიზნები აქვს.
ვისაც ესიამოვნა მისი კრიტიკა, გამოიყენა ხელისუფლების პოლიტიკურად გასაკრიტიკებლად. ეს ყველაფერი წინასწარ პროგნოზირებადი იყო. არაფერი ისეთი არ მომხდარა, რაც არ უნდა გავკვირებოდა. ყველაფერი კანონზომიერად მოხდა. ყველამ შეასრულა თავისი ის როლი, რომელიც მორგებული აქვს.
- პრეზიდენტის გამოსვლაზე ხელისუფლების რეაქცია ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი იყო. ეს მოსალოდნელი იყო.
პრეზიდენტმა ყველას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ საკოორდინაციო ცენტრის შექმნა შესთავაზა. რაზეც ხელისუფლების რეაქცია ასევე ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი იყო.
რას შეიძლება ნიშნავდეს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით ხელისუფლების ამგვარი დამოკიდებულება?
- ხელისუფლება ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ თემას საკუთარი ინტერესის პრიზმაში უყურებს. ხელისუფლება ამბობს - ქვეყნის ევროპული პერსპექტივა ჩემი ექსკლუზივია. თუ ექსკლუზივი არ არის, მაშინ საერთოდ არ მინდა. შესაბამისად, ხელისუფლება ნებისმიერ საკითხში ვინმესთან ნებისმიერ თანაზიარობას ის არ ცნობს.
კარგი იქნებოდა, რომ ევროპული დათქმების შესასრულებლად ხელისუფლება სახელმწიფოებრივ პრიზმაში უყურებდეს პრეზიდენტის შეთავაზებას, მაგრამ, ხელისუფლებას უნდა არაფერი არ შეასრულოს, მაგრამ, ყველაფერი უფასოდ მიიღოს.
ხელისუფლება ამბობს - ქვეყნის ევროპული პერსპექტივა ჩემი ექსკლუზივია. თუ ექსკლუზივი არ არის, მაშინ საერთოდ არ მინდა. შესაბამისად, ხელისუფლება ნებისმიერ საკითხში ვინმესთან ნებისმიერ თანაზიარობას ის არ ცნობს
მაგალითად, როცა ევროპა გვეუბნება ჩვენთან მაგიდაზე არ ცეკვავენ, ამათ უნდათ, მაგიდაზე ცეკვა-ცეკვით შევიდნენ ევროპაში. ხელისუფლებას აქვს იმედი, რომ თავისი ვირეშმაკობით, შანტაჟითა და ვაჭრობით, ამას მიაღწევს.
ევროპა ფასეულობითი არჩევანია. ხელისუფლებას ევროპაში შესვლა საკუთარი კოდექსით უნდა, შემდეგ ევროპელი პარტნიორებისთვის საკუთარი თამაშის წესების კარნახი, ასეთი პარტნიორი მათ ორბანის სახით ერთი ჰყავთ, მეორე კი ნამდვილად არაფერში სჭირდებათ. თუმცა, ითვალისწინებენ იმას, რომ ქართული საზოგადოებისა და ხალხისთვის ევროპა საქართველოს გრძელვადიანი არჩევანია.
ხელისუფლებას ევროპაში შესვლა საკუთარი კოდექსით უნდა, შემდეგ ევროპელი პარტნიორებისთვის საკუთარი თამაშის წესების კარნახი, ასეთი პარტნიორი მათ ორბანის სახით ერთი ჰყავთ, მეორე კი ნამდვილად არაფერში სჭირდებათ. თუმცა, ითვალისწინებენ იმას, რომ ქართული საზოგადოებისა და ხალხისთვის ევროპა საქართველოს გრძელვადიანი არჩევანია
რა თქმა უნდა, არ უნდა ხელის კვრა, გვაძლევს შანსებს, თუ ეს შანსი არ იქნა გამოყენებული, ბუნებრივია, ჩვენ დავდგებით მარტივი არჩევანის წინაშე - ან ევროპა, ან რუსეთი. ჩვენ მესამე არჩევანი არა გვაქვს.
ამიტომაცაა, რომ პრეზიდენტი ამაზე საუბრობს - მოდით ერთად დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ რას ვაკეთებთ. ხელისუფლება ამბობს - არც შენთან დავჯდები, არც ოპოზიციასთან, მხოლოდ ჩემს პირობებზე იქნება ევროპა, ევროპა იქნება ისეთი, როგორიც მე წარმომიდგენია და არა ისეთი, როგორიც ის სინამდვილეშია.
- მთავრობასა და მმართველი პარტიაში ცვლილებების შემდეგ ჩვენ არ გვისაუბრია. ახალი პრემიერი და მთავრობის ძველი გუნდი ახალ თავდაცვის მინისტრთან ერთად პარლამენტში კომიტეტებში თავის მომავალ გეგმებზე საუბრობენ.
ცოტა ხანში პარლამენტი მთავრობის კორექტირებულ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს.
პრეზიდენტმაც იკითხა - ღარიბაშვილი რატომ გაუშვით და კობახიძე რატომ მოიყვანეთო? მაგრამ, დამაჯერებელი და გასაგები პასუხი არ მოგვისმენია.
თქვენი აზრით, რატომ მოხდა ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლება?
- მთავრობაში რეალური ცვლილებები არ მომხდარა. 2012 წლის შემდეგ საქართველოში გადაწყვეტილების მიმღები ცენტრი არ შეცვლილა. როგორც წინა შემთხვევებში ახლაც ერთი ადამიანი ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადარგეს.
ივანიშვილმა მისი წარმოდგენით შექმნა სახელისუფლებო გუნდის „ედემის ბაღი“. გუნდის წევრებს ის ისევე ექცევა, როგორც ხეებს, ვისაც უნდა მეტ წყალს უსხამს, რომ გაიზარდოს, შემდეგ თუ დასჭირდა იქ გადარგავს.
ყველას ესმის, რომ 2012 წლიდან ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ექსკლუზიურად იღებს ბიძინა ივანიშვილი. ყველა პრემიერი ივანიშვილის შერჩეულია. მათი გათავისუფლების შემდეგ ერთ კვირაში ექსპრემიერი აღარავის ახსოვდა. ახლაც ასე იქნება.
ახლა რაც შეეხება იმას, ივანიშვილმა კობახიძე რისთვის გააპრემიერა? ივანიშვილი პირადი მოტივებით ხელმძღვანელობას. მნიშვნელოვან თემებზე მის გადაწყვეტილებებს სახელმწიფოს ინტერესებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება, ანუ პრემიერის შეცვლა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს მის პირად შფოთებს და შიშებს. მას ახასიათებს გაღიზიანებები, გაბრაზებები. ყველაფერი ისე დგას მის საკადრო გადაწყვეტილებების უკან.
ივანიშვილი პირადი მოტივებით ხელმძღვანელობას. მნიშვნელოვან თემებზე მის გადაწყვეტილებებს სახელმწიფოს ინტერესებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება, ანუ პრემიერის შეცვლა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს მის პირად შფოთებს და შიშებს. მას ახასიათებს გაღიზიანებები, გაბრაზებები. ყველაფერი ისე დგას მის საკადრო გადაწყვეტილებების უკან
ვვარაუდობ, რომ ივანიშვილის გააქტიურება ორ ეტაპად მოხდა. პირველი ეტაპი იყო პოლიტიკაში მისი ნაწილობრივი ლეგალიზაცია. საპატიო თავმჯდომარე დაირქვა და აქვს უფლება თავად შეარჩიოს პრემიერმინისტრი. ამით მან ფაქტობრივად გააკეთა გზავნილი, რომ ქვეყანაში მთავარი ბოსი ისაა და პრემიერს ის ნიშნავს. როგორც ჩანს, მან ჩათვალა, რომ სახელმწიფოს მართვაში მოყვანილმა მისმა ხალხმა თავი ქვეყნის მმართველებად იგრძნეს.
პარტია „ქართული ოცნების“ წესდებაში ჩანაწერით, რომ საპატიო თავმჯდომარეს აქვს პრემიერის დასახელების უფლება, მან ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ყველას უთხრა, რომ გადაწყვეტილებებს საქართველოში იგი ერთპიროვნულად იღებს. რაში დასჭირდა ამის დემონსტრირება ივანიშვილს ძნელი სათქმელია. მაგრამ არაა გამორიცხული ამის შემდეგ იწყებოდეს მისი შიშები, შფოთვები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
პარტია „ქართული ოცნების“ წესდებაში ჩანაწერით, რომ საპატიო თავმჯდომარეს აქვს პრემიერის დასახელების უფლება, მან ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ყველას უთხრა, რომ გადაწყვეტილებებს საქართველოში იგი ერთპიროვნულად იღებს
ვფიქრობ, ივანიშვილი იმან გააღიზიანა, რომ თუ რამ კარგი ხდებოდა, ღარიბაშვილი ყველაფერს თავად იბრალებდა. ღარიბაშვილის პიარ-სამსახურის გავრცელებული ინფორმაციები იწყებოდა ასე - პრემიერის ინიციატივით ზოგ შემთხვევაში დავალებით დღეს დილით დაიწყო ამის და ამის კეთება და ასე შემდეგ.
არაა გამორიცხული ივანიშვილი იმას გაებრაზებინა, რომ თუ ქვეყანაში რამე კარგი კეთდება, ღარიბაშვილს ბრაზდებოდა, ივანიშვილს კი მხოლოდ პრობლემები რჩებოდა. აქეთ სანქციებზეც კი დაიწყეს საუბარი.
- ბევრი ამბობს, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნება შეთანხმებული იყო მსოფლიოში გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებთან.
ვხედავთ, რომ პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებაზე ჩვენს დასავლელ პარტნიორებს არ ჰქონიათ არანაირი რეაქცია. სხვათა შორის არც კარგი, არც ცუდი.
თქვენი დაკვირვებით, ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნება როგორ აღიქვეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა?
- ივანიშვილმა პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების გადაწყვეტილება არა ვინმესთან შეთანხმებით და კარნახით მიიღო. არამედ იმისთვის, რომ პოლიტიკური იმუნიტეტი შეიძინოს და თავი დაიცვას.
ივანიშვილი მიხვდა, რომ ჩრდილოვანი მმართველობა არის მისი სერიოზული სისუსტე. მან გააკეთა ცუდი პროგნოზი, რომ შესაძლოა, მას რეალური სანქციები დაუწესონ. ისეთი კი არა, თავად რომ ამბობს, მე სანქცირებული დიდი ხანია ვარო.
ივანიშვილმა პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების გადაწყვეტილება არა ვინმესთან შეთანხმებით და კარნახით მიიღო. არამედ იმისთვის, რომ პოლიტიკური იმუნიტეტი შეიძინოს და თავი დაიცვას
ივანიშვილმა გადაწყვიტა დაიცვას თავისი უსაფრთხოება და ქონება. გარდა ამისა, არაა გამორიცხული კულისებიდან მართვა მას გაუჭირდა კიდეც. გაუჭირდა იმის გამო, რომ მისმა დატოვებულმა ბიჭებმა დიდი ფულის კეთება და მოპარვა დაიწყეს.
- პრემიერ ირაკლი კობახიძის ბუნებიდან, ხასიათიდან გამომდინარე რაიმე სერიოზულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით?
- დღეს „ქართული ოცნება“ ვირეშმაკულ პოლიტიკას ატარებს - ვმოძრაობთ რუსეთისკენ, მაგრამ ვერბალურად აცხადებს, რომ ევროპისკენ მივდივართ. ევროპული არჩევანი გეოგრაფიულ არჩევნად აქციეს, რეალურად და მენტალურად ხელისუფლების არჩევანი რუსეთია. ასეთი პოლიტიკა კობახიძის პრემიერობისასაც გაგრძელდება.
არ ვფიქრობ, რომ კობახიძის გაპრემიერების შემდეგ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება, ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც აქამდე იყო. რატომ იქნება ასე? იმიტომ რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ისევ ის ერთი ადამიანი იღებს, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებებს 2012 წლიდან იღებდა. ივანიშვილს წარმოდგენები არ შესცვლია. მან მხოლოდ მენეჯერი შეცვალა.
ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ისევ ის ერთი ადამიანი იღებს, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებებს 2012 წლიდან იღებდა. ივანიშვილს წარმოდგენები არ შესცვლია. მან მხოლოდ მენეჯერი შეცვალა
პოლიტიკა იცვლება იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების მიმღები იცვლება. თუ გადაწყვეტილების მიმღები არ იცვლება, ასეთ ვითარებაში არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკაში ცვლილებები მოხდება.
კობახიძე მის წინამორბედთან შედარებით ბევრად ნიჭიერია. მაგრამ, მას არ აქვს არანაირი ადამიანური ემოცია. ღარიბაშვილი ამპარტავანი იყო, თავის გამოჩენა უყვარდა, ამაყი სახით უყურებდა ყველაფერს, ვითომ თავად რამეს წარმოადგენდა და რის გამოც სასაცილოდ გამოიყურებოდა.
კობახიძის შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელსაც არანაირი ადამიანური ემოცია არ აქვს. არის კლასიკური პოლიტიკური კილერი, რომელიც ყველაფერზე ხელის მომწერია. ასეთი ადამიანი ხელისუფლების პირველ პირად კარგი ნამდვილი არ არის. კობახიძე მეტი საფრთხის შემცვლია? რა თქმა უნდა, მეტი საფრთხის შემცვლელია.
ამის გამო სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ქვეყნის გრძელვადიან პერსპექტივებთან დაკავშირებით სერიოზულ ცვლილებებს არ ველოდები. მაგრამ, კობახიძის ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე ქვეყნისთვის პრობლემებს ველოდები.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი