საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტებმა მთავრობის შემადგენლობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტებმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს მხარი დაუჭირა. 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ილია დარჩიაშვილს მოუსმენს.

დღესვე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და მის მიერ პარლამენტში ნდობის მისაღებად წარმოდგენილ მთავრობის შემდგენლობას ოპოზიცია მოუსმენს.

გრაფიკით გაწერილია, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივად დღეს მოუსმენენ, 8 თებერვალს კი - ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“.

საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა კომიტეტებში, დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით, 5 თებერვალს დაიწყო, 8 თებერვალს კი პროცესი გაწერილი გრაფიკის თანახმად, უკვე პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს.

8 თებერვალს ჩანიშნულია პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელიც კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახავს. პარლამენტი იმავე დღეს (8 თებერვალს) უკვე პლენარულ სხდომაზე განიხილავს განახლებულ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას. პარლამენტი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს და კენჭს უყრის.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის პოსტზე „ქართულმა ოცნებამ“ ირაკლი კობახიძე წარადგინა. მინისტრთა კაბინეტში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხო. ჯუანშერ ბურჭულაძეს ზუგდიდის მაჟორიტარი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.

მთავრობის შემადგენლობა, პარლამენტის ბიუროს სამთავრობო პროგრამასთან ერთად 2 თებერვალს წარედგინა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს