თეონა აქუბარდია - შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არანაირი „ნათელაშვილის ფანჩატურის“ მსგავსი არ იქნება - პრეზიდენტის ინიციატივაში საუბარია არა პარტიების გაერთიანებაზე, არამედ ქვეყნის ევროპული მომავლის წინაშე ერთობაზე

„ქართული ოცნების“ მხრიდან იმის მტკიცების მიუხედავად, რომ ეს იქნება „შალვა ნათელაშვილის ფანჩატურის ევრორემონტი“, შეხვედრის შემდგომ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არანაირი ფანჩატურის მსგავსი ეს არ იქნება, რამდენადაც აქ საუბარია არა პარტიების გაერთიანებაზე, არამედ ქვეყნის ევროპული მომავლის წინაშე ერთობაზე, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა გამართა ზურაბიშვილის ინიციატივაზე “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის”.

მისი თქმით, შეხვედრის შემდეგ გამყარდა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა არის აუცილებელი იმ ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებისთვის, რის გარეშეც საქართველო ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს ვერ დაიწყებს.

აქუბარდიას თქმით, საზოგადოების მხრიდან ცალსახა მოთხოვნაა საკითხების ირგვლივ დაახლოვდნენ პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის სინერგია გაძლიერდეს.

„სწორედ ეს არის მთავარი საკითხი, რაზეც შევთანხმდით, რომ ამაზე ვიმუშავებთ. როგორც ვნახეთ, პრეზიდენტის მხრიდან საუბარი იყო კონკრეტულ დოკუმენტზეც. ახლა მნიშვნელოვანია, მათ შორის პრინციპების ირგვლივ პოზიციების დაახლოება და ამაზე შეთანხმება არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდანაც. თუ გადახედავთ ყველა წარმატებულ მაგალითს იმ ქვეყნებისა, რომლებმაც ძალიან მოკლე დროში ევროკავშირში გაწევრიანება შეძლეს, ეს ყოველთვის იყო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების და ხელისუფლების ერთიანობის შედეგად. მოცემულობაში ეს წარმატებული მაგალითი უნდა გამოვიყენოთ ჩვენ, საქართველოში, ევროკავშირში მოლაპარაკებების დაწყების შესახებ პროცესის დაგვირგვინება რათა წარმატებულად შევძლოთ”, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს დღეს პირისპირ შეხვდა.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას. „ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი - გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში