ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა „პარლამენტში“  “უცხო აგენტების შესახებ” კანონპროექტი შეიტანა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. პარლამენტში “უცხო აგენტების შესახებ” კანონპროექტი შეიტანა.

შესაბამისი ტექსტი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული.

კანონპროექტის სრული სახელია “არაკომერციული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შესახებ, რომელიც უცხო აგენტის ფუნქციას ასრულებენ”.

“კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს აფხაზეთის რესპუბლიკის ინტერესების დაცვასა და უსაფრთხოების, მისი სუვერენიტეტის, მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფას, და ასევე აფხაზური სახელმწიფოსა და საზოგადოების პოლიტიკურ საქმიანობაში უცხოურ ჩარევაზე დაუყოვნებლივი რეაგირების უზრუნველყოფას”, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტების ნაწილში.

კანონპროექტის თანახმად, უცხო აგენტებად შეიძლება აღიარებული იყოს როგორც არაკომერციული ორგანიზაციები, ასევე, ფიზიკური პირები.

“აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, უცხოეთის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები შესაძლოა აღიარებულ იქნან ფიზიკურ პირებად, რომლებიც უცხო აგენტის ფუნქციებს ასრულებენ, თუ ისინი ფულად სახსრებს და (ან) სხვა საკუთრებას იღებენ საზღვარგარეთ წყაროებიდან”, - ნათქვამია ტექსტში.

ამავდროულად, სახელმწიფოებისგან, რომლებმაც ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს (რუსეთი, ვენესუელა, სირია, ნიკარაგუ, ნაურუ), ან ამ სახელმწიფოებში დარეგისტრირებული მოქალაქეებისგან ან იურიდიული პირებისგან ფულადი სახსრების მიღება არ ჩაითვლება არაკომერციული ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის “უცხო აგენტად” აღიარების საბაბად.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება