პარლამენტში წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ დახურულ ფორმატში უსმენს

პარლამენტში წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ დახურულ ფორმატში უსმენს. სხდომის წამყვანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ უმრავლესობას შესთავაზა, ვინაიდან ეს არის უმრავლესობის შეხვედრა მთავრობის მომავალ შემადგენლობასთან, სხდომა დაიხუროს, რის შემდეგაც კენჭისყრის შედეგად, უმრავლესობის წევრებმა, სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.

მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ნდობის მისაღებად გავა.

საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა კომიტეტებში, დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით, 5 თებერვალს დაიწყო. გუშინ კი მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციამ“ და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ერთობლივი სხდომის ფორმატში მოუსმინეს.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განაცხადა. პარტია “ქართულმა ოცნებამ“ პრემიერის პოსტზე ირაკლი კობახიძე წარადგინა.

მინისტრთა კაბინეტში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხო - ჯუანშერ ბურჭულაძეს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი ცვლის. მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს 2 თებერვალს წარედგინა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა