პაკისტანში არჩევნები იმართება - ხელისუფლებამ სახელმწიფო საზღვრების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

პაკისტანში საყოველთაო არჩევნები იმართება. ქვეყანაში არსებული დაძაბულობის ფონზე პაკისტანის ხელისუფლებამ სახელმწიფო საზღვრების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე დღის მანძილზე ქვეყნის ცალკეულ რეგიონში მობილური სერვისები შეზღუდულად იმუშავებს, რათა მოქალაქეებმა ხმის მიცემა მაქსიმალურად დაცულ გარემოში შეძლონ.

საარჩევნო უბნებთან უსაფრთხოებას ათასობით ჯარისკაცი იცავს. არჩევნების წინა დღეს, 7 თებერვალს, პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციაში ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა.

ბელუჯისტანის პროვინციაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს პაკისტანის პროვინციამ“ აიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია