გიორგი ამილახვარი - ვულოცავ ჩვენი გუნდის გამორჩეულ ლიდერს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადებას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას

ვულოცავ ჩვენი გუნდის გამორჩეულ ლიდერს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადებას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ერთობლივი ძალისხმევით ბევრ მნიშვნელოვან ინიციატივას განახორციელებენ ქვეყნისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ.

„ჩემთვის დიდი პატივია მის კაბინეტში მუშაობა. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ბევრ მნიშვნელოვან ინიციატივას განვახორციელებთ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის ხელმძღვანელობითაც საქართველომ არაერთ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია. წარმატებები მინდა ვუსურვო მას ახალ ამპლუაში - მჯერა, ახალი პოზიციიდან კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს გუნდს“, - წერს გიორგი ამილახვარი.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში