რატი იონათამიშვილი გვარამიას პარტიაზე - ძალიან უხერხულია, ეს ადამიანები რაიმე სიახლეზე ან გამიჯვნაზე საუბრობდნენ მაშინ, როდესაც მათი ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელია

ძალიან უხერხულია, როდესაც ეს ადამიანები რაიმე სიახლეზე ან გამიჯვნაზე საუბრობენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა გვარამიას პარტიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, გვარამიას პარტიის ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელია და ყველა იმ საქმესთან დაკავშირებული, რითაც ძალიან მძიმედ ახსოვს „ნაციონალურ მოძრაობა“ მოსახლეობას.

„მაშინ, როდესაც თუნდაც ლიდერი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ყველა იმ საქმესთან დაკავშირებული, რითაც ძალიან მძიმედ ახსოვს „ნაციონალურ მოძრაობა“ ჩვენ მოსახლეობას. ფაქტი არის, რომ ამ ადამიანის „პოლიტიკაში“ მოღვაწეობის დაწყება სურთ სიცრუეზე და თვალებში ნაცრის შეყრაზე”, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს