თამარ კორძაია - ჩემთვის ამ პროცესში მიუღებელი პრეზიდენტის უფლებამოსილებების მინიმუმამდე დაყვანა, მართლა ფორმალურად ქცევაა

თქვენ მიერ შემოთავაზებული ცვლილებები კონსენსუსზე არის თუ არა ორიენტირებული? - ჩემთვის ამ პროცესში მიუღებელი პრეზიდენტის უფლებამოსილებების მინიმუმამდე დაყვანა, მართლა ფორმალურად ქცევაა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დეპუტატები „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

მისივე თქმით, შემოთავაზებული ცვლილებები იურიდიული თვალსაზრისით არ მოდის წინააღმდეგობაში არც კონსტიტუციასთან, არც სხვა კანონთან, მაგრამ კონსენსუსზე არაა ორიენტირებული.

„პირველი და მთავარი, რაც ვენეციის კომისიის დასკვნაშია ისაა, რომ მოგვიწოდებენ კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მივიღოთ. თქვენ მიერ შემოთავაზებული ცვლილებები წმინდა ფორმალური, იურიდიული თვალსაზრისით რა თქმა უნდა, არ მოდის წინააღმდეგობაში არც კონსტიტუციასთან, არცერთ სხვა კანონთან, ეს სწორადაა გაწერილი, მაგრამ არსი კონსენსუსზე არის თუ არა ორიენტირებული? - ნათლად ჩანს, რომ ასე არ არის. თქვენივე პარტიის მხრიდან კოლეგების შეკითხვებიდან ჩანს, რომ არა კონსენსუსის საჭიროებას, არამედ გადაწყვეტილების აუცილებლად მიღების საჭიროებას ხედავენ. შესაძლოა, ესეც გასაგებია, მაგრამ ჩემთვის რა არის მიუღებელი ამ პროცესში - საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებების მინიმუმამდე დაყვანა, მართლა ფორმალურად ქცევა. რადგან კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი მონაწილეობს ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცესში, მონაწილეობა დაუტოვეთ იმდენად ფორმალურად, რომ თავისი არსით, მიიჩნევა, რომ ეს არც არის მონაწილეობა. პრაქტიკა მეტყველებს ერთ რამეზე, გავიგე, რომ ოპოზიციასთან არ გინდათ შეთანხმება და ეს 3/5 ფორმალურად იმიტომაა, რომ თქვათ, იცით, ვერ შევთანხმდით ოპოზიციასთან და ხომ არ შევაჩერებთ პროცესს?! ესეც ძალიან ნათელი და გასაგებია. როცა პრეზიდენტმა წარმოადგინა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, რომელიც მისაღები იყო „ქართული ოცნებისთვის“, იმას მიეცით ხმა. მაშინ თქვენი მხრიდან სად იკვეთება კომპრომისი, ეს არის საინტერესო. ყველა ჯერზე პრეზიდენტმა ისეთი უნდა წარმოადგინოს, თქვენ რომ გინდათ?!“- განაცხადა თამარ კორძაიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია