ანა ნაცვლიშვილი - ვენეციის კომისიამ გითხრათ, რომ თქვენს მიერ მომზადებული ერთპარტიული ვერსია ნაგვის ყუთშია გადასაგდები - თქვენ ადექით და ნაგვის ყუთში ვენეციის კომისიის დასკვნა გადააგდეთ

ვენეციის კომისიამ გითხრათ, რომ თქვენს მიერ მომზადებული ერთპარტიული ვერსია ნაგვის ყუთშია გადასაგდები - თქვენ ადექით და ნაგვის ყუთში ვენეციის კომისიის დასკვნა გადააგდეთ, - ამის შესახებ “ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით გამართულ დებატებისას განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიღების შედეგი იქნება ის, რომ ევროკომისია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეკომენდაციასთან დაკავშირებით იტყვის, რომ ის შესრულებული არ არის, რაც “ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა იქნება.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მმართველ გუნდს იგივე დამოკიდებულება აქვს ევროკავშირის ყველა სხვა რეკომენდაციის შესრულებაზე.

“ახლა იხილება არა ის, თუ ვინ ვის წარადგენს და დანიშნავს ცესკოში, არამედ იხილება ერთადერთი საკითხი - არის ხელისუფლება მზად შეასრულოს ევროკავშირის რეკომენდაციები და გადაიყვანოს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე თუ - არა.

ხელისუფლება უარს აცხადებს, რომ ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის ერთ-ერთი საკვანძო რეკომენდაცია შეასრულოს. როდესაც სასწორის ერთ მხარეს მოქალაქეთა ინტერესი დადგება, რომ მალე ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ, ხოლო მეორე მხარეს იქნება “ქართული ოცნების“ ინტერესი, რომ როგორმე ძალაუფლება შეინარჩუნოს, ხელისუფლება არჩევანს საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთებს.

სამწუხარო და საუბედურო ის არის, რომ ამ ორი არჩევანის შედეგი მხოლოდ ძალაუფლებრივი თამაშები არ არის. თუ ეს ქვეყანა მოლაპარაკების ეტაპზე ძალიან სწრაფად არ გადავა და თქვენი დამსახურებით „ტრიოს“ კიდევ ჩამორჩება, ამით ერთადერთი ვინმე - რუსეთი გაიხარებს!“, - მიმართა ქართულ ოცნებას ანა ნაცვლიშვილმა.

მმართველი უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება - მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის.

კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პროექტით, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, არჩევა 76 ხმით მოხდება.

კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა. კერძოდ, ცვლილებებით, პრეზიდენტს კენჭისყრიდან ერთ კვირაში კონკურსში მონაწილე პირთა სია და საკონკურსო დოკუმენტაცია გაეგზავნება. პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან ერთ კვირაში, სიაში შემავალ პირთაგან, 5 წლის ვადით კანდიდატები დანიშნოს.

ამასთან, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.

გარდა ამისა, ამავე ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელზეც პირი ცესკოს პარტიულ წევრთაგან ინიშნება და რომელიც საკუთრივ ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა