აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდითი სამუშაოები 28 მიმართულებით მიმდინარეობს

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდითი სამუშაოები 28 მიმართულებით მიმდინარეობს.

როგორც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, უწყება საგანგებო რეჟიმში მუშაობს და სამუშაოებში 52 ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული.

„მეოთხე დღეა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში ყველა მიმართულებაზე იწმინდება დამეწყრილი მონაკვეთები. საერთო ჯამში, 115 მიმართულებიდან ამ ეტაპზე გაწმენდილია 60 მიმართულება, ამჟამად 28 მიმართულებაზე მიმდინარეობს სამუშაოები. სამუშაოებში ჩართულია 52 ერთეული ტექნიკა”, - აცხადებენ უწყებაში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა