“მთის ტრასების სააგენტოს" დირექტორი - ქვეყანამ კიდევ ერთი დიდი გამარჯვება მოიპოვა

ქვეყანამ კიდევ ერთი დიდი გამარჯვება მოიპოვა - საერთაშორისო ტურნირების ჩატარებით დიდი პოტენციალი ეძლევა ქვეყანას, რათა მეტად წარმოჩინდეს მსოფლიო ასპარეზზე, - ამის შესახებ „მთის ტრასების სააგენტოს" დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დაგეგმილი მსოფლიო თასები კვლავ უმაღლეს დონეზე ჩატარდება.

“საერთაშორისო ტურნირების ჩატარებით საკმაოდ დიდი პოტენციალი ეძლევა ქვეყანას, რომ უფრო მეტად წარმოჩინდეს მსოფლიო ასპარეზზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუდმივ სერიას, რომელიც წარმატებულად და ხარისხიანად ჩატარდება მომავალ წლებში. ეს კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა ქვეყნისთვის, რომელიც საქართველომ მოიპოვა”, -აღნიშნა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) მსოფლიო თასის დასკვნითი ეტაპი სკი კროსის დისციპლინაში გაიმართა.

შპს „მთის ტრასების სააგენტოს” ცნობით, საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 12 ქვეყნის (შვეიცარია, შვედეთი, კანადა, ავსტრალია, ჩილე, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, იტალია, იაპონია, აშშ ) 60 სპორტსმენი ასპარეზობდა.

შეჯიბრებებს საერთაშორისო მედია აშუქებდა, პირდაპირ ეთერში კი „ევროსპორტზე“ გადაიცემოდა.

ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა, შეჯიბრების სპონსორი კომპანიები იყვნენ: “ბორჯომი“,“თი ბი სი“, „რედკო“, და „სილქნეტი“.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება