რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზარში მკვლელობის საქმის პროკურორი - დანაშაულის მოტივი იყო შურისძიება - ახალ წლამდე ბრალდებულს კონფლიქტი მოუვიდა ბიძასთან, რომელთანაც ბაზარში მუშაობდა და მან სამსახურიდან დაითხოვა

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში ოთხი პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, დანაშაულის მოტივი იყო შურისძიება, კერძოდ, გიორგი ორველაშვილმა შურისძიების მოტივით განიზრახა საკუთარი ბიძის, ნოდარ ორველაშვილის და ბიძაშვილის ნიკოლოზ ორველაშვილის მოკვლა.

პროკურორის თქმით, ჩატარებული გამოძიებით უკვე დადგენილია, რომ ბრალდებულსა და მის ბიძას შორის კონფლიქტი უკავშირდებოდა ბრალდებულის ცუდ სიმთვრალეს, რადგან ის ნასვამ მდგომარეობაში არაადეკვატური ხდებოდა.

ამასთან გამოძიებით დადგენილია ისიც, რომ ახალ წლამდე პერიოდში ბრალდებულს კონფლიქტი მოუხდა ბიძასთან, ნოდარ ორველაშვილთან, რომელთანაც გამყიდველის პოზიციაზე მუშაობდა ბაზარში, რის შემდეგ ბიძამისმა ის სამსახურიდან დაითხოვა.

„დანაშაულის მოტივი იყო შურისძიება, კერძოდ, გიორგი ორველაშვილმა შურისძიების მოტივით განიზრახა საკუთარი ბიძის, ნოდარ ორველაშვილის და ბიძაშვილის ნიკოლოზ ორველაშვილის მოკვლა, თუმცა ნიკოლოზ ორველაშვილი სიკვდილს გადაურჩა და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ჩატარებული გამოძიებით უკვე დადგენილია, რომ მათ შორის კონფლიქტი უკავშირდებოდა ბრალდებულის ცუდ სიმთვრალეს. ის მთვრალ მდგომარეობაში ხდებოდა არაადეკვატური და აყენებდა შეურაცხყოფას როგორც გარშემომყოფებს, ასევე საკუთარი ოჯახის წევრებს. ასევე, დადგენილია ისიც, რომ ახალ წლამდე პერიოდში მას კონფლიქტი მოუხდა ბიძასთან, ნოდარ ორველაშვილთან, რომელთანაც გამყიდველის პოზიციაზე მუშაობდა ბაზარში. ამის შემდეგ ბიძამისმა ის სამსახურიდან დაითხოვა, წავიდა სოფელში და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა.

როგორც მოწმეები გვეუბნებიან, იყო შემთხვევები, როცა მან დახარჯა ე.წ. სავაჭრო თანხა, იყო შემთხვევები, როცა უმიზეზოდ არაფხიზელ მდგომარეობაში შეურაცხყოფას აყენებდა ოჯახის წევრებს და ახლობლებს და ეს იყო ძირითადი მოტივი, რის გამოც განაწყენდა და გაუშვა ბიძამისმა სამსახურიდან.

უახლოეს მომავალში ჩვენ ველოდებით ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც უნდა დაადგინოს ბრალდებული შეურაცხადი იყო თუ შერაცხადი, შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საკითხი მისი დასჯის ან იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის თაობაზე. ამ ეტაპზე ერთი შეხედვით, ბრალდებულის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა არ იწვევს ეჭვს, ადეკვატურად იქცევა, ნებაყოფლობით მონაწილეობდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში და მათ შორის, აღიარებს დანაშაულს.

გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ ის გურჯაანის ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა, იქიდან წამოიღო მისი ძმის მიერ დაუდევრად შენახული სანადირო თოფი, რითაც ჩაიდინა დანაშაული“, - განაცხადა ქეთევან სონიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო