სასამართლომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში ოთხი პირის მკვლელობასა და ერთის დაჭრაში ბრალდებულს და მის ძმას პატიმრობა შეუფარდა

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში ოთხი პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებულს, გიორგი ორველაშვილს და მის ძმას, გოგიტა ორველაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, დანაშაულის მოტივი შურისძიება იყო. კერძოდ, ბრალდების მხარის ინფორმაციით, ბრალდებული გიორგი ორველაშვილი ბაზარში ბიძამისთან მუშაობდა, მათ შორის კონფლიქტის გამო, ბიძამ ის სამსახურიდან გაათავისუფლა, რის შემდეგაც დანაშაული მოხდა.

ოთხი პირის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ დანაშაულის მასშტაბებიდან გამომდინარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების გარდა, სხვა მოლოდინი სასამართლოსგან დაცვის მხარეს არც ჰქონია.

„რუსთავის საქალაქო სასამართლომ განიხილა დღეს აღკვეთის ღონისძიების საკითხი - გიორგი ორველაშვილის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი სახე, პატიმრობა. სხვა მოლოდინი დაცვის მხარეს დანაშაულის მასშტაბებიდან გამომდინარე არ ჰქონდა.

რაც შეეხება გირაოს შემადგენლობას, გუშინ მე გიორგი ორველაშვილთან შევათანხმე პოზიცია იმის თაობაზე, რომ თუ თანხის გადახდას შეძლებდა, მაშინ ამ შუამდგომლობას დავაყენებდით, მაგრამ გიორგი ორველაშვილმა კატეგორიულად განაცხადა, რომ მის ოჯახს ამის საშუალება არ აქვს, არც უძრავი ქონება საკუთრებაში აქვს.

გიორგი ორველაშვილი მოტივებზე არ საუბრობს. ჩემთვის უცნობია თუ რა მიზნით ჩაიდინა მან ეს დანაშაული. სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში არ იყო, ვინაიდან, დილის საათებში მოხდა [შემთხვევა]. რაც შეეხება ფსიქიკურ პრობლემას, გიორგის ვიზუალურად არაფერი ეტყობა, მაგრამ შინაგანად ადამიანი შეიძლება იქამდე მივიდეს იმ ეჭვამდე, რომ რაღაც დოზით დაავადებულია. არსებობს შესაბამისი ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადასტუროს იყო, თუ არა გიორგი დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი.

როგორც გიორგი ამბობს, სახეზე დაზიანება მიყენებული აქვს დაკავებამდე, რა ვითარებაში, ეს ჩემთვის უცნობია“, - განაცხადა ელდარ გვალიამ.

ინფორმაციისთვის, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე სროლის შედეგად ოთხი ადამიანი მოკლეს, ერთი დაჭრილია და კლინიკა „რუსთავშია“ მოთავსებული. მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავებმა 10 თებერვალს, გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს. იარაღი, საიდანაც გასროლა განხორციელდა, გიორგი ორველაშვილის ძმის იყო.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია