გია ვოლსკი - „ლელო“ იქნება, გახარია, გვარამია, "გირჩი" თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც ამ ფრონტზე აქტიურობს და ვითომ ერთმანეთს აკრიტიკებეს, ეს არის ერთი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

"ლელო“ იქნება, გახარია, გვარამია, "გირჩი" თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც ამ ფრონტზე აქტიურობს და ვითომ ხანდახან ერთმანეთს აკრიტიკებს, ეს არის ერთი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარია პირდაპირ, ღიად ჩაერთო იმ გეგმაში, რასაც ქვია დესტაბილიზაციის და რევოლუციური პროცესის განვითარების გეგმა.

„ლელო იქნება, გახარია, გვარამია, "გირჩი" თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც ამ ფრონტზე აქტიურობს და ვითომ ხანდახან ერთმანეთს აკრიტიკებენ, ეს არის ერთი კოლექტიური ნაცმოძრაობა. გახარია - ეს არის თანამედროვე საქართველოს ისტორიის საოცრება, როდესაც პრემიერ-მინისტრი პირდაპირ, ღიად ჩაერთო იმ გეგმაში, რასაც ქვია დესტაბილიზაციის და რევოლუციური პროცესის განვითარების გეგმა. პრემიერ-მინისტრი [გიორგი გახარია] აცხადებს, რომ "არ შეიძლება დამნაშავის აყვანის ოპერაციის ჩატარება". ეს არის ხელმოწერა იმაზე, რომ „ნაცმოძრაობა“ პირდაპირ კავშირშია გახარია-„ნაცმოძრაობის“ რევოლუციურ გეგმასთან“, - განაცხადა გია ვოლსკიმ "რუსთავი2"-თან.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა