კლინიკებს, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6%-ზე მაღალი იქნება, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყვეტენ

კლინიკების ნაწილს დოკუმენტი გაეგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ თუ პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6 %-ზე მაღალი ექნებათ, სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყვეტენ. წერილი კლინიკების ნაწილს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ გაუგზავნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯეოჰოსპიტალში“ განუმარტეს, მსგავსი შინაარსის წერილი ნამდვილად მიიღეს და კომუნიკაციები მიმდინარეობს ლეტალობის დათვლის მექანიზმის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით.

"ეს დოკუმენტი რეალურად რამდენიმე კლინიკაში მივიღეთ. ჩვენ გარკვეულ კომუნიკაციებს ვაწარმოებთ კლინიკებთან და სამინისტროსთან ამ თემასთან დაკავშირებით - დათვლის მექანიზმის მეთოდოლოგიას ვსწავლობთ.

რეალურად, ნაწილ თემებში აცდენები გვაქვს, ამ ყველაფერს დავაზუსტებთ.

კიდევ ერთი საკითხია - თუ სადმე მაღალი იქნება სიკვდილიანობა, მნიშვნელობა აქვს, თუ რა ტიპის პაციენტები შემოდიან. ჩვენ ამ ტიპის კომუნიკაცია გვაქვს, რომ ლეტალობის დათვლის მეთოდოლოგია გადაიხედოს. გადაიხედოს, თუ რა ტიპის პაციენტები შემოდიან, რამდენად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის არიან პაციენტები, აქედან გამომდინარე განისაზღვროს ლეტალობის მაჩვენებელი. ლეტალობის მაჩვენებელი მაღალი იქნება იქ, სადაც მძიმე პაციენტებს იღებენ. ჩვენთან 6% ნამდვილად არ არის გარდაცვალების მაჩვენებელი“, - აღნიშნავენ „ჯეო ჰოსპიტალში“.

ამასთან, აღნიშნული ფაქტი დაადასტურეს სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაშიც. როგორც დაწესებულებაში განმარტავენ, აღნიშნული სახის წერილი მათაც მიიღეს და ლეტალობის მაჩვენებელი 3.7%-ს შეადგენს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა