გიორგი ბოტკოველი - კობახიძე იქნება პრემიერი თუ არა, ოლიგარქიული რეჟიმი გააგრძელებს ხაზს, სადაც მხოლოდ თვითონ მდიდრდებიან  და ხალხისთვის არაფერს აკეთებენ - კორუფციული ბუდე არ ჩამოშლილა

კობახიძე იქნება პრემიერ-მინისტრი თუ არა, ეს ოლიგარქიული რეჟიმი გააგრძელებს იმ ხაზს, სადაც მხოლოდ თვითონ მდიდრდებიან და არაფერს აკეთებენ ხალხისთვის - კორუფციული ბუდე არ ჩამოშლილა, ის აქტიურად აგრძელებს ქვეყნის დაზიანებას,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისი თქმით, „როგორი კორუფციული მმართველობაც იყო ბიძინა ივანიშვილის პარტიის მმართველობის პირობებში, ასევე გაგრძელდება ახლაც“.

„კობახიძე პრემიერ-მინისტრი იქნება თუ არ იქნება, ეს ოლიგარქიული რეჟიმი გააგრძელებს იმ ხაზს, რომ მაქსიმალურად საკუთარი გამდიდრებისთვის იზრუნონ და არაფერი გააკეთონ ხალისთვის, რომელსაც რეალურად სჭირდება მხარდაჭერა და გვერდში დგომა, რათა ღირსეული შემოსავალი ჰქონდეთ. ასევე ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ ოჯახები არჩინონ და არ გადაიხვეწონ სხვა ქვეყნებში იმისთვის, რომ ოჯახები შეინახონ. ამიტომ კორუფციული ბუდე არ დაშლილა, ეს კორუფციული ბუდე აქტიურად აგრძელებს ქვეყნის დაზიანებას“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა