თემურ ცამციშვილი - ივანიშვილი საკუთარ საჭადრაკო დაფაზე რომელ ფიგურას სად განათავსებს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს ცვლილება ვერ მოაგვარებს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყანას აქვს

ბიძინა ივანიშვილი საკუთარ საჭადრაკო დაფაზე რომელ ფიგურას სად განათავსებს ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს ცვლილება ვერ მოაგვარებს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყანას აქვს - უმუშევრობა, დაბალი ხელფასები, ქვეყნიდან გადინება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი ცვლილება უნდა მოხდეს 2024 წელს.

ბიძინა ივანიშვილი საკუთარ საჭადრაკო დაფაზე რომელ ფიგურას სად განათავსებს ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი გამოწვევა, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, რაც გამოუწველია „ქართული ოცნების“ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით და უმუშევრობა, დაბალი ხელფასი, ქვეყნიდან გადინება, რეალურად ეს ცვლილებები ამ პრობლემებს ვერ მოაგვარებს და მთავარი ცვლილება უნდა მოხდეს 2024 წელს და უნდა დაიყოს რეალურ ცვლილებებზე კონცენტრირება და ამ პრობლემების მოგვარება“, - განაცხადა თემურ ცამციშვილმა.

თემურ ცამციშვილის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა