ნიდერლანდების სასამართლომ ქვეყნის მთავრობას F-35 საბრძოლო თვითმფრინავების ნაწილების ისრაელში ექსპორტი აუკრძალა

ნიდერლანდებმა, შვიდი დღის ვადაში, ისრაელში F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების ნაწილების ექსპორტი უნდა შეაჩეროს, რადგან ღაზაში მიმდინარე ოპერაციის გამო, არსებობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევის აშკარა რისკი, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნიდერლანდების სასამართლომ განაცხადა.

„სასამართლო ადგენს, რომ არსებობს აშკარა რისკი იმისა, რომ ისრაელის F-35 საბრძოლო თვითმფრინავები შეიძლება გამოყენებულ იქნას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევების ჩასადენად“, - ნათქვამია ჰააგის სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში.

ეს ნიშნავს, რომ F-35 ნაწილების ექსპორტი ნიდერლანდებიდან ისრაელში უნდა შეწყდეს.

ჰააგის სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ რამდენიმე საერთაშორისო რეგულაციის თანახმად, რომლის მონაწილე ნიდერლანდებიცაა, ქვეყანამ უნდა აღკვეთოს სამხედრო ტექნიკის ექსპორტი, თუ არსებობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევის აშკარა რისკი.

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - Oxfam Novib-მა, Pax for Peace-მა და The Rights Forum-მა გაასაჩივრა ნიდერლანდების სასამართლოს წინა გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას ისრაელში F-35 ნაწილების ექსპორტის საშუალებას აძლევდა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება