როგორი მაცივარი ჯობია: გალღობის ტექნოლოგია

ალბათ, სატელევიზიო რეკლამიდანაც ხშირად გსმენია ფრაზა „მაცივარი No Frost ტექნოლოგიით.“ მაცივრის ყიდვისას, ამ ფრაზას ტექნიკის მაღაზიაშიც გაიგონებ და ონლაინ ვებგვერდებზეც ამოიკითხავ, რადგან ფილტრი სამ არჩევანს შემოგთავაზებს:

  • No Frost
  • Defrost
  • კომბინირებული

სამივე მათგანი მაცივრის გალღობის ტექნოლოგიას გულისხმობს და მოწყობილობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნიკური მახასიათებელია. ონლაინ მაცივრის ძიებისას მაცივრების დიდი არჩევანი რომ შეამცირო და ინფორმაციულ ქაოსში არ აღმოჩნდე, ერთ-ერთი მარტივი მეთოდია, ზუსტად იცოდე, როგორი გალღობის სისტემით ეძებ მაცივარს.

  1. რას გულისხმობს No Frost ტექნოლოგია

მაცივარში, რომელსაც No Frost ტექნოლოგია აქვს არ ხდება ყინულის წარმოქმნა, როგორც ეს ხდებოდა ძველებურ მაცივრებში. ყინული მაცივრის კედლის შიგნით გროვდება. სისტემა მას რამდენიმე საათში ერთხელ ალღობს, რაც შემდეგ ორთქლდება.

ასეთი ტიპის მაცივრის მოვლა ძალიან მარტივია, თუმცა, აქვს გარკვეული მინუსებიც. მინუსებად შეგვიძლია განვიხილოთ ჰაერის სიმშრალე მაცივრის შიგნით, რაც იწვევს ხილ-ბოსტნეულის გამოშრობას. იმისთვის, რომ ხილმა დიდხანს შეინარჩუნოს ფორმა და სიჯანსაღე, უნდა შეიფუთოს, სათითაოდ, პოლიეთილენის პარკებში.

  1. De Frost ტექნოლოგიის მაცივრები

De Frost ტექნოლოგია გულისხმობს ნახევრად მშრალ გალღობას. No Frost ტექნოლოგიისგან განსხვავებით, ეს ტექნოლოგია მაცივარში წარმოქმნის ყინულებს და შესაბამისად, აქვს მაღალი ტენიანობა. ასეთ მაცივარში ხილ-ბოსტნეული არ შრება და ინარჩუნებს ჯანსაღ იერს დიდი ხნის განმავლობაში.

  1. კომბინირებული მაცივრები No frost + Defrost

მაცივრები კომბინირებული გალღობის სისტემით იდეალური ვარიანტია. ასეთი მაცივრის კამერა არის ნახევრად მშრალი, ხოლო საყინულე კამერა – მშრალი. ფუნქციურად, ყველაფერი იგივე პრინციპით მუშაობს, როგორც ზემოთ უკვე განვიხილეთ.

მაღალი კლასის, ძვირადღირებული მაცივრები

მაღალბიუჯეტური მაცივრები ფლობს მოწინავე ტექნოლოგიებს. იმისთვის, რომ პროდუქტები არ გამოშრეს და დიდხანს შეინარჩუნოს სიჯანსაღე, ამისთვის, მაღალი კლასის მაცივრებს აქვს მრავალზონიანი გაგრილების ფუნქცია და სპეციალური უჯრები, სადაც მარტივად შეგიძლია აკონტროლო ტენიანობა.

რომელი ტექნოლოგიაა შენთვის სასურველი?

განსაზღვრე შენი მაქსიმალური ბიუჯეტი ახალი მაცივრისთვის და შეარჩიე ბრენდი, რომელსაც ენდობი. ეცადე, რომ მოდელი, რომელზეც არჩევანს შეაჩერებ იყოს მაქსიმალურად ენერგოეფექტური და შენს საჭიროებებზე მორგებული.

(R)

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს