ირაკლი ზარქუა მამუკა ხაზარაძეს - „მუსტანგის“ მართვა ვერ შეძელი, ცეცხლი წაუკიდე და გგონია, ქართული საზოგადოება ქვეყნის მართვას განდობს? - მოგიწევს გადანაცვლება ბიზნესში, ვაჭრობა შენი თემაა

ბატონო ხაზარაძე, შენ გგონია ქართული საზოგადოება ქვეყნის მართვას განდობს?! „მუსტანგი“ ვერ გიმართია! - ამის შესახებსაპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შემდეგ მოსკოვში წავა.

ზარქუას თქმით, ხაზარაძეს პოლიტიკიდან ბიზნესში დაბრუნება მოუწევს.

"ლელოს" განცხადება მოვისმინე, ბატონმა ხაზარაძემ ბრძანა, ჩვენ ცალკე ვართ "ნაცებისგანო", ჩვენს ლიდერს კვირებს უთვლის და შემდეგ მოსკოვში მოუწევს წასვლაო - „ლელო“, რომელიც წლების განმავლობაში იყო შეზრდილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ადეიშვილთან და ერთობლივად არეკეტებდნენ საზოგადოებას. ახლა ამას ჰგონია, რომ დაგვავიწყდა და ახლა ემიჯნება. თურმე ახლა არის მიუღებელი "ნაცები" „ლელოსთვის“ და გახარიასთვის.

ერთ რამეს გეტყვი ბატონო ხაზარაძე: „მუსტანგის“ მართვა ვერ შეძელი, ცეცხლი წაუკიდე და ვნახეთ შენი მართვის მეთოდები. შენ გგონია, ქართული საზოგადოება ქვეყნის მართვას განდობს?! – „მუსტანგი“ ვერ გიმართია, გამართული ამერიკული მანქანა.

არჩევნების შემდეგ ისევ მშვიდობის და ეკონომიკური განვითარების პარტია დავრჩებით ხელისუფლებაში, ხოლო შენ მოგიწევს გადანაცვლება ისევ ბიზნესში. სესხის გაცემა, მიღება, ვაჭრობა - ეს შენი თემაა, იქ კარგად გრძნობ თავს, წარმატებულადაც და იქ იქნები, სადაც შენი ადგილია. დარწმუნდები, რომ პოლიტიკაში ხელმოცარული ხარ. დაკვეთა რაც გაქვთ პატრონებისგან, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ჩაენაცვლოთ, მარგინალები გახდეთ და რევოლუციონერები, არ გამოგივათ! თქვენზე უფრო დიდი დაფინანსება ჰქონდათ "ნაცებს" და თქვენზე დიდი მხარდაჭერა „გლობალური ომის პარტიიდან“, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს, რადგან საზოგადოებამ გაშიფრა ისინი, ისევე, როგორც თქვენც ხართ გაშიფრული. "ნაცები" და ნეონაცები ყველა ერთად აგერ, სალომეს ფანჩატურში მიბრძანდით, იქ გელოდებით", - განაცხადა ზარქუამ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა