ფინეთის ახალი პრეზიდენტი - უმჯობესია ამ ეტაპზე სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ნატო-ში წევრობის მშენებლობაზე მოვახდინოთ ფოკუსირება

ფინეთმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს, - ამის შესახებ ფინეთის ახალმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე სტუბმა განაცხადა.

ის გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას ნატო-სთან დაკავშირებით.

„აშშ-ის საარჩევნო კამპანიები ფინეთის არჩევნებისგან ძალიან განსხვავდება და გამოყენებული რიტორიკა საკმაოდ ძლიერია. ვფიქრობ, უმჯობესია ამ ეტაპზე სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ნატო-ში ჩვენი წევრობის მშენებლობაზე მოვახდინოთ ფოკუსირება“, - განაცხადა ალექსანდრე სტუბმა.

სტუბმა აღნიშნა, რომ ფინეთი თავდაცვაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ შეთანხმებული მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს ხარჯავს.

ფინეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე სტუბმა გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და ფინეთის პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად 1-ელ მარტს დაიკავებს.

ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა შესაძლოა ნატო-ს მოკავშირეები, რომლებიც თავდაცვაზე საკმარისს არ ხარჯავენ, რუსეთის პოტენციური შეჭრისგან არ დაიცვას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ