თორნიკე შარაშენიძე - პუტინს სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა - მას ყველაფერი აქამდე დაჰყავს: „მე მაქვს ძალა და რაც ჩემს ტერიტორიად მიმაჩნია, წავიღებ" - ეს ყველაზე საშიშია

პუტინს გულწრფელად სჯერა, რომ თვითონ ამერიკელები აპირებენ რუსეთის დაშლას, ამასთან დარწმუნებულია თავის გამარჯვებაში, ეს ძალიან კარგად ჩანდა მის ინტერვიუში, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა, რითაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინტერვიუ შეაფასა ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან.

როგორც პოლიტიკის ექსპერტმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, პუტინი არის უზარმაზარი ბირთვული სახელმწიფოს დიქტატორი, რომელსაც სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა.

“ძალიან უცნაური იყო ასეთი გრძელი ექსკურსი ისტორიაში, ალბათ, ძალიან ბევრი დაიღალა მოსმენით და ბოლომდე არც მიჰყვა. ყველაზე ცუდი არის ის, რომ პუტინს გულწრფელად სჯერა, რომ თვითონ ამერიკელები აპირებენ რუსეთის დაშლას, ამისთვის შეეცდებიან ყველაფრის გამოყენებას: გააფართოონ ნატო, მაქსიმალურად მიუახლოვდნენ რუსეთს და როდესაც რუსეთში დაიწყება არეულობა, ამით ისარგებლონ, ამისკენ მიჰყავდა საუბარი პუტინს. ამ ინტერვიუზე, სამწუხაროდ, საღლიცინო არაფერი გვაქვს, საქმე გვაქვს უზარმაზარი ბირთვული სახელმწიფოს დიქტატორთან, რომელსაც სურს ნაწილობრივ მაინც საბჭოთა კავშირის აღდგენა, პუტინი დარწმუნებულია თავის სიმართლეში. მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ჩვენ რა გვგონია სიმართლე, მნიშვნელოვანია იმას, რა ჰგონია სიმართლე, რადგან მის უკან უდიდესი ბირთვული სახელმწიფო დგას, ამასთან ის დარწმუნებულია თავის გამარჯვებაში, ეს ძალიან კარგად ჩანდა ამ ინტერვიუში“,- განაცხადა შარაშენიძემ.

ამასთან, როგორც შარაშენიძემ განაცხადა, რუსეთი ევროპისთვის საშიშია, რადგან ევროპამ დაივიწყა ძალის გამოყენება, ომი და მშვიდობიანად ცხოვრობს, ხოლო მის გვერდით ომი მიმდინარეობს.

„პუტინს ყველაფერი იქამდე დაჰყავს, რომ "მე მაქვს ძალა და რაც ჩემს ტერიტორიად მიმაჩნია, წავიღებ". რუსეთი ევროპის მეზობელია და ეს ყველაზე საშიშია, იმიტომ რომ ევროპამ დაივიწყა ძალის გამოყენება, ომი და მშვიდობიანად ცხოვრობს, ხოლო მის გვერდით ეს ომი მიმდინარეობს“, - განაცხადა შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტ ტაკერ კარლსონს ინტერვიუ მისცა. ეს იყო პუტინის პირველი ინტერვიუ ამერიკელ ჟურნალისტთან მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ინტერვიუ კრიტიკის საგანი გახდა, ვლადიმერ პუტინისთვის პროპაგანდის პლატფორმის შექმნის მოსაზრებებიდან გამომდინარე.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს