ნინო წილოსანი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელ ნიკოლას სენდეროვიჩს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება დაუთმეს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების საკითხებს და ისაუბრეს ამ მიმართულებით ევროკავშირის მხრიდან გაცემული რეკომენდაციების შესრულებისთვის გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯებზე.

„ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ახალი სამოქმედო პრიორიტეტი გაჩნდა, რაც უკავშირდება რეკომენდაციების შესრულებას და დარგობრივი მიმართულებით, მათ შორის, აგრარულ სფეროში ევროკავშირთან დაახლოებას. ვისაუბრეთ სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მიმართულებით მათი მხრიდან გაცემულ რეკომენდაციებზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებმაც ამ რეკომენდაციების შესრულებას უნდა შეუწყოს ხელი. დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და შევთანხმდით იმ საკითხებზე, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ ეს კომპონენტი - სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება, საბოლოო ჯამში, ევროკავშირის მხრიდან შეფასებულ იქნეს, როგორც კარგად შესრულებული", - განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს