პაატა მანჯგალაძე - ღარიბაშვილს სამი კვირის წინ ტაშს უკრავდნენ პარლამენტში, დღეს კი ლამის კორუფციის მთავარ მამამთავრად გამოაცხადონ, მაგრამ ამასაც ვერ ბედავენ, რადგან ამ საკითხზე ივანიშვილს მათთვის კურთხევა არ მიუცია

ღარიბაშვილს სამი კვირის წინ ტაშს უკრავდნენ საქართველოს პარლამენტში, დღეს კი ლამის კორუფციის მთავარ მამამთავრად გამოაცხადონ, მაგრამ ამასაც ვერ ბედავენ იმიტომ, რომ ამ საკითხზე ივანიშვილს მათთვის კურთხევა არ მიუცია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კორუფცია ხელისუფლების მაღალჩინოსნების მონაწილეობის გარეშე არ არსებობს.

„როდესაც „ქართული ოცნება“ ამბობს, „კორუფციას ვებრძვით“, ირიბად და პირდაპირ აღიარებს, რომ „დიახ, „ქართულ ოცნებაში“ არსებობენ მინისტრები, პრემიერ-მინისტრები, რომლებიც ინაწილებდნენ ხალხის ქონებას საკუთარი ინტერებისთვის”, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

მან ასევე ევროკავშირის დათქმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სახეზე გვაქვს ჩავარდნისთვის განწირული რეკომენდაციები, რომელთა შესრულებასაც „ქართული ოცნება“ არ აპირებს.

„ქართული ოცნება“ ქმნის იმიტაციას, თითქოს რაღაცას აკეთებს, მაგრამ ჩვენ მათი საჯარო განცხადებებიდან ვიცით, რომ ამას არ აპირებენ. მათთვის მთავარი არ არის სამართლიანი არჩევნები, არც ის, რაც საქართველოს მოქალაქეს აწუხებს, არც ის, რომ მოგვარდეს პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციასთან. მათი ამოცანაა სკამის შენარჩუნება. „ქართულ ოცნებას“ გარდა იმისა, რომ ძარცვოს ხალხი და შეინარჩუნოს სკამი, სხვა ამოცანა არ აქვს, მაშინ როდესაც ჩვენ ყოველ დღე ვთავაზობთ, რომ გავხსნათ დისკუსია ეკონომიკაზე სამუშაო ადგილებზე და იმ პრობლემებზე, რაც ხალხს აწუხებს”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა