„საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის სკოლის პროექტი გრძელდება

მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მეორე წელია „საქართველოს ბანკი“, კომაროვის სკოლასთან ერთად, STEM სკოლის პროექტს ახორციელებს.

ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 400-მდე ახალგაზრდამ უკვე გაიარა ეთწლიანი სასწავლო კურსი და გაიღრმავა ცოდნა როგორც ზუსტი, ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით.

„STEM სკოლაში მიღება გრძელდება. გაზაფხულის სემესტრზე რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს და 16 თებერვალს დასრულდება.

STEM სკოლა შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, გაიარონ ერთწლიანი სასწავლო კურსი ონლაინ, მიიღონ მაღალი ხარისხის სერტიფიცირებული, აკადემიური განათლება, შეიძინონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეიძენენ და გაიღრმავებენ ცოდნას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია), ტექნოლოგიები (კომპიუტერული პროგრამირება), ინჟინერია (ელექტროინჟინერია, მიკროელექტრონიკა) და მათემატიკა (ლოგიკური აზროვნება, ალგორითმების შექმნა).

აღსანიშნავია, რომ ინიციატივის ფარგლებში, „საქართველოს ბანკი“ ყოველწლიურად კომაროვის სკოლაში სწავლას 60 მოსწავლეს უფინანსებს და მათ კურსის გასავლელად საჭირო მოწყობილობებს (არდუინოების ნაკრებს, მულტრიმეტრს და სხვა) გადასცემს. ამ დროისთვის „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიით უკვე 100-მდე მოსწავლემ გაიარა STEM სკოლის კურსი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საქართველოს ბანკში“ გვჯერა ახალგაზრდების და მათი პოტენციალის. სწორედ ამიტომ მიზნად დავისახეთ, ხელი შევუწყოთ მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით მეორე წელია, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, STEM სკოლის პროექტს ვახორციელებთ. იმისათვის, რომ სრულად მოგვეცვა საქართველოს რეგიონები, პროექტი ონლაინ რეჟიმში ხორციელდება. ამასთან, „საქართველოს ბანკი“ საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სკოლაში სწავლას უფინანსებს და მათ კურსის გასავლელად საჭირო ხელსაწყოებს გადასცემს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, STEM სკოლაში სწავლა კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ. აღსანიშნავია, რომ ინიციატივის ფარგლებში უკვე 400-მდე მოსწავლემ გაიარა ერთწლიანი სასწავლო კურსი. სკოლისადმი ინტერესი კი მუდმივად იზრდება, რაც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და შევქმნათ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში