ნოდარ მოსულიშვილი - ხელისუფლებას ვქირაობთ ჩვენ და ეს თითოეულმა მოქალაქემ კარგად უნდა გავიაზროთ

პარტია „ხალხისთვის“ მდივნის, ნოდარ მოსულიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი მოსახლეობა საქმის კურსში იყოს გადასახადებთან დაკავშირებით და ახსოვდეთ, რომ სახელმწიფო მოხელეებს საკუთარი ხელფასებიდან ქირაობენ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში მოქალაქეებმა არ იციან მათი ხელფასიდან და გადასახადებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის რა ნაწილი ირიცხება.

„ტრაგიკული შემთხვევების უკან არის სახელმწიფოს ორგანო, რომელსაც ჩვენ ვუხდით გადასახადს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ხალხს ავუხსნათ. ამ სისტემას აუცილებლად შევცვლით, როდესაც ხელისუფლებაში მოვალ. ჩვენ რომ მოგვდის ხელფასის ფურცელი იქ არ წერია, რა სად ირიცხება, ძალიან ეშმაკურად არის გაკეთებული. დასავლეთში 1000 ევრო რომ გაქვს ხელფასი, წერია, რამდენი გადაიხადე გადასახადი, კონკრეტული ციფრი, შემდეგ წერია შენ რა დაგრჩა. ჩვენთან ეს არის გამოტოვებული. აქ ხელზე რომ იღებ 800 ლარს, ჩინოვნიკს, სახელმწიფო მოხელეს რომ ურიცხავ ეს ხალხმა არ იცის. არ იციან, რომ ისინი აფინანსებენ სოციალური სამსახურის ხელმძღვანელობას, რომლის პირდაპირი მოვალეობაა, ასეთი ტრაგედიების პრევენცია. როცა ადამიანს აქვს ფსიქიკური პრობლემები და ასეთ ვითარებამდე მიდის, აღმოაჩნდება უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ამ ყველაფრის თავიდან აცილების მოვალეობა აქვს სახელმწიფო სამსახურებს, რომელსაც ჩვენ ვქირაობთ“,- განაცხადა პარტია „ხალხისთვის“ მდივანმა ნოდარ მოსულიშვილმა, რომლის განცხადებასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში